Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 10 » ფარდობითობის თეორია" - ასი ათასი გალაქტიკის შუქითაა დამტკიცებული
12:04 PM
ფარდობითობის თეორია" - ასი ათასი გალაქტიკის შუქითაა დამტკიცებული
მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული იყო სამეცნიერო ნაშრომის შედეგები,რომელთა მიხედვითაც სიათლის სიჩქარე ზღვრული არაა,ალბერტ აინშტაინის ნამუშევრების ჩამოწერა ჯერ კიდევ ადრეა.ფარდობითობის საერთო თეორიაში ჩამოყალიბებული ვარაუდები გრავიტაციის მუშაობის მექანიზმთან დაკავშირებით დანიელი მეცნიერების ჯგუფმა კოსმოსური მასშტაბის ობიექტებზე შეამოწმა.აინშტაინის თეორიასთან ერთად შემოწმებული იყო ალტერნატიული თეორიაც, რომელიც ასევე დადასტურებულია.პროგრამის ფარგლებში ნილს ბორის ინსტიტუტის მეცნიერებმა SDSS (Sloan Digital Sky Survey) კატალოგებში დარეგისტრირებულ 8 ათასი დაჯგუფების შესახებ მონაცემები დაამუშავეს, გალაქტიკების რაოდენობამ 120 ათასს გადააჭარბა. კვლევის განმავლობაში სპეციალისტებმა გრავიტაციული წითელი წანაცვლება შეისწავლეს,ანუ გრავიტაციის ზემოქმედებით სპექტრის წითელ ბოლოში ხილული გამოსხივების წანაცვლება.მისი გაზომვის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გრავიტაციულ წითელ წანაცვლებაზე ასევე ედება წითელი წანაცვლება, რომელსაც სამყაროს გაფართოება იწვევს. გარკვეულ «ხმაურს» იწვევს დოპლერის ეფექტიც,რომელიც გალაქტიკების ერთმანეთის მიმართ მოძრაობითაა გამოწვეული.საერთო ფარდობითობის თეორიის პოსტულატების თანახმად,გრავიტაცია მეტ ზემოქმედებას უნდა ახდენდეს გალაქტიკებისგან გამომავალ სინათლეზე, რომლებიც დაჯგუფების ცენტრში არიან,ვიდრე მათზე, რომლებიც ნაპირებში იმყოფებიან.მიღებული შედეგების სტატისტიკური მეთოდით დამუშავებისას,მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მიღებული გრავიტაციული წანაცვლება სრულიად შეესაბამება საერთო ფარდობითობის თეორიით ნაწინასწარმეტყველებ ზღვრებს. ამას გარდა, დამტკიცა ვარაუდიც,რომელიც f(R)-გრავიტაციის თეორიის ფარგლებში იქნა წამოყენებული – მოდიფიცირებული გრავიტაციული თეორია, რომელიც სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას ხსნის ბნელი მატერიის და ბნელი ენერგიის ცნებების გამოყენების გარეშე.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1062 | დაამატა: balu | ტეგები: pardobitobis teoria, ფარდობითობის თეორია - ასი ათასი გალ, fardobitobis teoria, asi atasi galaqtikis shuqitaa damtk | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.