10:40 PM ყველაზე ცივი კლიმატის მქონე ქვეყნები | |
1. მონღოლეთი - ამ ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 0 გრადუს ქვემოთაა.პირველი ორი თვე - იანვარი და თებერვალი კი განსაკუთრებული სიცივით გამოირჩევა და ტემპერატურა -20 გრადუსზეც ეცემა.მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი კი ყველაზე ცივი კლიმატის მქონე დედაქალაქად არის მიჩნეული დედამიწაზე,სადაც მინიმალური ტემპერატურა იანვარში ფიქსირდება,ხოლო მაქსიმალური ივლისში. 2. ისლანდია - საშუალო ტემპერატურა ამ ქვეყანაში ნულს ზემოთ არ ადის,ხოლო ერთ წელს კი ამავე კუნძულზე -40 გრადუსიც კი დაფიქსირდა. 3. ყაზახეთი - მიუხედავად იმისა,რომ ზაფხული ამ ქვეყანაში საკმაოდ თბილია,ზამთარი განსაკუთრებული ყინვებითა და სიცივით გამოირჩევა.ქვეყნის დედაქალაქი ასტანა კი ყველაზე ცივი კლიმატის მქონე ქალაქია ყაზახეთში.იანვარში საშუალო ტემპერატურა ყაზახეთის სამხრეთში -19 გრადუსია.ხოლო ჩრდილოეთში -2 გრადუსი.რეკორდული ვარდნა კი ქალაქ ატბასარში დაფიქსირდა (აკმოლინის ოლქი) -57 გრადუსი. 4. რუსეთი - ამ ქვეყანაში საკმაოდ ცივი კლიმატია და საშუალო ტემპერატურაც შესაბამისად დაბალია.ზოგ რეგიონებში იანვრის თვეში ტემპერატურა -27 გრადუსამდეც ეცემა.არის სარეკორდო ტემპერატურის ვარდნებიც ციმბირში,სადაც -40 ან მეტი ყინვებიც კი დაფიქსირებულა.საშუალო ტემპერატურა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში 6-დან -50 გრადუსამდეა იანვრის თვეში.1924 წელს კი ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა ციმბირში-72 გრადუსი.რაც რეკორდული მაჩვენებელია დღემდე დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ ტემპერატურათა შორის.მისი დაფიქსირება კი შესძლო მეცნიერ-თანამშრომელმა სერგეი ობრუჩევმა 1924 წელს. 5. კანადა - ამ ქვეყნის ისევე,როგორც სხვადასხვა ქვეყნების შემთხვევებში,რიგ ქალაქებში და რეგიონებში არათანაბარი ტემპერატურებია.თუმცა საერტო ჯამში ეს ქვეყანა ძალიან ცივი კლიმატით არის ცნობილი სადაც საშუალო ტემპერატურა ყოველთვის დაბალია.აქ შესაძლოა ტემპერატურამ ზამთარში -15 გრადუსამდე დაეცეს,ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში -45 გრადუსამდეც კი.ყველაზე მინიმალური ტემპერატურა რაც ამ ქვეყანაში დაფიქსირებულა იყო -65 გრადუსი. | |
|