Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 3 » ყვითელ ლენტებიანი მარჯნისებრი გველი
11:20 PM
ყვითელ ლენტებიანი მარჯნისებრი გველი
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: მარჯნისებრი ასპიტები 
სახეობა: ყვითელ ლენტებიანი მარჯნისებრი გველი 
ქვესახეობები: არსებობს 
მაქს. ზომა: 91 სმ.
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: სამხრეთ ამერიკა (კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ვენესუელა, ბრაზილია, გაიანა, საფრანგეთის გვიანა, სურინამი).
საბინადრო გარემო: ყვითელ-ლენტებიანი მარჯნისებრი გველი ძირითადად გვხდება ტყეში, ნესტიანი ფოთლების ქვეშ. უყვარს წვიმიანი ტყეები.
გარეგნული აღწერილობა: არის საშუალო ზომის მარჯნისებრი გველი. ზრდასრულების საშუალო ზომაა 50 - 60 სმ. თავის ზემოთა ნაწილი შავი ფერისაა, რომელსაც მოსდევს ფართო ნარინჯისფერი რგოლი. სხეულის მოხატულობა უნიკალური აქვს მის გვარში: შავ ფონზე გააჩნია ყვითელი-ნარინჯისფერი ფართო რგოლები. ყოველი ასეთი რგოლის შემდეგ მოსდევს ორი ცალი წვრილი თეთრი რგოლი.
კვება: ნადირობს სხვა პატარა ზომის გველებზე, ხვლიკებზე... სავარაუდოდ კანიბალიზმი შეიმჩნევა.
გამრავლება: არის კვერცხმდები. ინფორმაცია არ მოიპოვება კვერცხების რაოდენობაზე.
ცხოვრების წესი და ქცევა: ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება ამ გველის ცხოვრების წესისა და ხასიათის შესახებ. სავარაუდოდ არის ღამის გველი, მიწის ან მთხრელი ტიპის. საერთოდ მარჯნისებრი გველების უმეტესობა არ არიან აგრესიულები.
შხამი: ინფორმაცია ამ გველის შხამის შესახებ არ მოიპოვება. ჩვეულებრივ კი, მარჯნისებრი გველების შხამი ძლიერ ნეიროტოქსიკურია. მათი პატარა ზომის პირის გამო კბენა ძირითადად ფეხის თითებზე ხდება ხოლმე, ყველაზე ხშირად კი როცა ცდილობენ მის დაჭერას, მოკვლას ან შემთხვევით ადგამენ ფეხს.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1156 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: yvitel lentisebri marjnisebri gveli, ყვითელ ლენტებიანი მარჯნისებრი გველი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.