დაცვას სთხოვა პატრიარქთან შეეშვათ, რადგან აუცილებელი საქმე ჰქონდა. პატრიარქმა კი უპასუხა, რომ წირვა უნდა ჩაეტარებინა და უახლოესი 3 საათი ვერავის მიიღებდა. მან კი შესაბრალისი ხმით ითხოვა, მხოლოდ 3 წუთის საქმე მაქვს და გამოვალო. შეუშვეს. გავიდა 3, 10 და 30 წუთი, დაცვა შეშფოთდა, რადგან კაცი არ გამოდიოდა და შევდინენ, ენახათ ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. ოთახში შესულებს პატრიარქი მარტო დახვდათ, იგი მუხლებზე იდგა, ტიროდა და ლოცულობდა. მიზეზი, რომ იკითხეს პატრიარქმა ბრძანა, რომ წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ საქართველოსთვის ელოცა, რადგან სისხლისღვრა იყო მოსალოდნელი. |