7:09 PM რევაზ კახიძე - "სათნოება" | |
დამეწვია სიზმრად ღამით
ქრისტე_ჩვენი მაცხოვარი, მე შევბედე ლოცვა წამით_ შეწყალების სათხოვარი. მან მომისვა ახლოს,ფერხთით და ამიხსნა დაწვრილებით, რომ არსებობს მხოლოდ ღმერთი, ჩვენ ვართ მისი ნაწილები. აღზევდებით ყველა ღმერთთან სათნოების წმინდა გზებით, წვეულები თქვენ ხართ,თქვენ ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით... მე თქვენთან ვარ სამუდამოდ, ვით უკვდავი ათი მცნება, ვით უშრეტი ღმერთის სიტყვა და ღვთიური შემეცნება. გაუწიეთ ერთურთს ძმობა, შეიყვარეთ მტერიც თქვენი, საუკუნო მეგობრობის სიხარულით აღივსენით... სასუფეველს ვინ მიაღწევს სიხარბით და საკუთრებით, ნაწილები ღმერთის თქვენ ხართ, სულიწმინდით ნაკურთხები. ერთ ლოყაში თუ გაგარტყეს, სხვაც უმარჯვეთ თქვენის ნებით_ ქვეყნად მტრობას დაამარცხებთ, ჭეშმარიტად გეუბნებით... თვით სიცოცხლის დიდი აზრი თქვენ გიჭირავთ თქვენი მხრებით, ერთმანეთი შეიყვარეთ, ჭეშმარიტად გეუბნებით... გაბრწყინდება თქვენი სული სიბრძნითა და ნდობის ხმებით, ათი მცნება გადაგარჩენთ, ჭეშმარიტად გეუბნებით... თავს იარა მოუშუშეთ, გადახსენით გულის კარი, ნუ იქნებით მოპირქუშე, ბოროტი და შესაზარი. არა კაც კლა,არ იმრუშო, არ აბეზღო,არ იპარო, შენ არსი გაქვს სანიმუშო, სული გიდგას სანეტარო. შენ სული ხარ,ღმერთის წილი, უღრმესი და არნახული, შეიტანე საღვთო წილი_ ახდეს ღმერთის განზრახული! არ იცრუო,არ იკადრო, იდიადე წმინდა სულო, გწამდეს შენთვის მოვა სხვა დრო, უსაზღვრო და უსასრულო. | |
|