3:16 PM როგორ გავიკეთოთ ლამაზი ვარცხნილობა სახლის პირობებში (+სურათები) | |
ქალების უმეტესობა, რომლებსაც აქვთ სწორი თმა, ოცნებობენ ჰქონდეთ ბუნებისგან მინიჭებული კულულები და ხშირად ივლებენ გულში შემდეგ ფრაზას: "გაუმართლათ ქალებს, რომლებსაც ბუნებრივად დახვეული კულულები აქვთ." მაგრამ დამეთანხებით, რომ თმის მოვლის საშუალებების განვითარება ადგილზე არ არის გაჩერებული და ყოველ სეზონზე მაღაზიებში თქვენ შეხვდებით გამაოცებელ სიახლეებს. მათი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაიხვიოთ თმა: მსხვილად, წვრილად, სპირალივით, მოკლედ როგორც გნებავთ. თუ თქვენ არჩევთ ლამაზ ვარცხნილობას რაიმე დღესასწაულისთვის, მეგობრებთან ან კოლეგებთან შეხვედრისათვის, რომელიც გამოაცოხლებს თქვენს თმას, მიაპყარით თქვენი ყურადღება კულულებს. მათი გაკეთება ძალიან ადვილია და შესაძლებელია სახლის პირობებში. ასეთ კულულებს ატარებენ ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, კიმ კარდაშიანი და სხვები. მაშ ასე, დავიწყოთ რა შედეგის მიღწევას ვეცდებით: საფეხური 1: მომზადება დაიბანეთ თავი მოცულობის მიმნიჭებელი შამპუნით, რომელიც არ შეიცავს სილიკონს. ნოტიო თმაზე წაისვით მოცულობის მიმნიჭებელი ქაფი და შეიმშრალეთ ფენით. საფეხური 2: გასწორება თუ თქვენ ტალღოვანი თმა გაქვთ, უნდა გაისწოროთ სპეციალური უთოთი. შემდეგ წაისვით თმის დამცავი ბალზამი, რათა არ დაიზიანოთ იგი. ასეთ შემთხვევაში თქვენი თმა უფრო დამყოლი გახდება შეახვიეთ თმის ბოლო მაშებში და გააჩერეთ 10 წამი, როგორც სურათზეა ნაჩვენები შემდეგ ფრთხილად გაიშალეთ, რათა კულულმა ფორმა შეინარჩუნოს გააგრძელეთ იგივე პროცესი სანამ არ მიიღებთ სურათზე ნაჩვენებ შედეგს საფეხური 3: დაივარცხნეთ თმა გამოაჩინეთ თქვენი ლამაზი კულულები, თქვენ ხომ ამდენი ხანი ცდილობდით შედეგის მიღწევას. დაიარცხნეთ თმა ან თითით გაიშალეთ კულულები. დაამუშავეთ კულულები ლაკით. არ დაგავიწყდეთ, რომ ლაკი უნდა დაისხათ 30 სმ მანძილის დაშორებიდან.
| |
|