8:07 PM საინტერესო ფაქტები განათლების შესახებ... | |
1. ყველაზე ასაკოვანი ადამიანი ისტორიაში,რომელსაც მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა,გახლავთ ამერიკელი ქალბატონი - ელიზაბედ ეიჩელბაუმი.მან აღნიშნული დიპლომი 90 წლისა და 58 დღის ასაკში მიიღო. 2. მსოფლიო ისტორიაში,ყველაზე მეტი სასკოლო მოსწავლე დაფიქსირდა ინდოეთის სამოქალაქო სკოლა "მონტესორიში" (ლუკანუ).2003-2004 სასწავლო წლებში,აღნიშნულ სკოლაში დაფიქსირდა მსოფლიოში სარეკორდო რიცხვი მოსწავლეებისა,რომელთა რაოდენობა 27 911 გახლდათ. 3. ყველაზე ხანგრძლივი ვადით განათლების მიღება (სტუდენტობა) მოუწია დიდ ბრიტანელ - რობერტ კრონინს,რომელმაც 1948 წლის 9 თებერვალს ჩააბარა პრესტონის უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე.სწავლა კი დაასრულა 2000 წლის 30 მაისს და საერთო ჯამში მას 52 წლის განმავლობაში მოუწია განათლების მიღება (სტუდენტობა).დიპლომის აღების პერიოდში რობერტ კრონინი 72 წლისა და 272 დღის ასაკის გახლდათ. 4. ყველაზე ხანგრძლივი ლექცია საგანმანათლებლო ისტორიაში,რომელიც შეუწყვეტლად მიმდინარეობდა დაფიქსირდა "ლეიდლის სახელმწიფო უმაღლესს სკოლაში" (კუინზლენდი - ავსტრალია),როდესაც პროფესორმა ქალბატონმა - მარი ბეროუზმა ბიოლოგიაში ლექციას კითხულობდა 54 საათის განმავლობაში.აღნიშნულ ლექციას კი 26 მისი მოსწავლე ესწრებოდა. 5. ყველაზე ძველ მოქმედ უნივერსიტეტად დღემდე მიჩნეულია მაროკოს ქალაქ ფესში მდებარე უნივერსიტეტი: "ალ-კარაუინი",რომელიც დაარსებულ იქნა 859 წელს ტუნისელი ვაჭრების ალ-ფიხრის ოჯახის მიერ.აღნიშნული უნივერსიტეტი მათ დააფუძნეს მეჩეთის ბაზაზე და დღემდე მიიჩნევა სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრად ისლამური სამყოროსი. | |
|