Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » საინტერესო ფაქტები გენიალური მხატვრების შესახებ...
4:13 PM
საინტერესო ფაქტები გენიალური მხატვრების შესახებ...
1. გამოჩენილმა ამერიკელმა მხატვარ-ნატურალისტმა - ჯონ ჯეიმს ოდიუბონმა (1785-1851 წლები),მთელი ცხოვრება სხვადასხვა სახეობის ფრინველების ხატვას მიუძღვნა და საბოლოო ჯამში 435 აკვარელით შესრულებული შესანიშნავი ნახატი დაგვიტოვა ფრინველებისა.
2. გენიალური ესპანელი მხატვარი და სურეალიზმის დიდებული წარმომადგენელი - სალვადორ დალი (1904-1989 წლები),დარწმუნებული გახლდათ იმაში,რომ 1901 წელს გარდაცვლილი საკუთარი ძმის რეინკარნაცია გახლდათ.ეს ფაქტი კი სათავეს 5 წლის ასაკიდან იღებს, მაშინ,როდესაც დედ-მამასთან ერთად ძმის საფლავზე მყოფს,მშობლებმა უთხრეს,რომ იგი გარდაცვლილი ძმის რეინკარნაცია გახლდათ.ამ მოვლენამ კი იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე,რომ მთელი ცხოვრება ამაში ღრმად იყო დარწმუნებული.
3. უდიდესი ფრანგი მხატვარი და იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი - ედგარ დეგა (1834-1917 წლები),იმდენად მოხიბლული გახლდათ 'საბალეტო ხელოვნებით,რომ აღნიშნულ ხელოვნებას 1500-მდე ტილო მიუძღვნა.
4. გენიალურ ფლამანდრიელ მხატვარსა და ბაროკოს სტილის შესანისნავ ხელოვანს - პიტერ პაულ რუბენსს (1577-1640 წლები),"რაინდის ტიტული" მინიჭებული ჰქონდა,ერთბაშად ორი ევროპელი მეფისაგან: ფილიპე IV-გან (ესპანეთის და პორტუგალიის მეფე) და ჩარლზ I სტიუარტისაგან (ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე).
5. გენიალური იტალიელი მხატვრის ლეონარდო და ვინჩის (1452-1519 წლები),შედევრი "მონა ლიზა",იგივე "ჯოკონდა",1912 წელს იქნა მოპარული და მის მოსაძებნად 3 წელიწადი გახდა საჭირო.ამ სამი წლის მანძილზე კი "ჯოკონდას" 6 ასლი იქნა გაყიდული,როგორც ორიგინალი ნამუშევარი,რომლებშიც უზარმაზარი თანხები იქნა გადახდილი.1962 წელს აღნიშნული შედევრი შეფასებულ იქნა 100 მილიონ დოლარად,2009 წელს 700 მილიონ დოლარად დღესდღეობით კი ტილო შეუფასებელია.
6. უდიდესი იტალიელი მხატვარი და მაღალი რენესანსის ფლორენციული სკოლის დიდებული წარმომადგენელი - რაფაელ სანტი (1483-1520 წლები),ცნობილია როგორც ხელოვანი,რომელმაც შექმნა ყველაზე მეტი სურათი "მადონა"-ს ანუ "ღვთისმშობელისა".ყველა აღნიშნულ ტილოებზე რომელზეც "მადონა" არის გამოსახული,მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქალის სახეა გამოყვანილი.აღსანიშნავია,ის ფაქტიც,რომ დიდი იტალიელი მხატვრის ჯორჯო ვარაზის გადმოცემის თანახმად - რაფაელ სანტი ათეისტი გახლდათ.
7. ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები),ახალგაზრდობაში ტანსაცმლის მკერავი გახლდათ.
8. გენიალური იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე - მიქელანჯელო ბუანაროტი (1475-1564 წლები),პირველი დასავლელი მხატვარი გახლდათ,რომლის ბიოგრაფიაც დაიბეჭდა მისსავე სიცოცხლეში.
9. უდიდესი ფრანგი მხატვრის - პოლ სეზანის (1839-1906 წლები),პირველი პერსონალური გამოფენა,მხოლოდ 56 წლის ასაკში განხორციელდა.
10. ფრანგული იმპრესიონისტული ფერწერის ფუძემდებელი და გენიალური მხატვარი - კლოდ მონე (1840-1926 წლები),თავისუფალ დროს ძირითადად კარიკატურების ხატვით იყო დაკავებული,სადაც თავის ყოფილ მასწავლებლებს გამოსახავდა.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1801 | დაამატა: balu | ტეგები: saintereso faqtebi, საინტერესო ფაქტები გენიალური მხატვრ, genialur mxatvrebze | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.