Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 9 » სამმაგი ტყუილის ქანდაკება - ჯონ ჰარვარდისა
10:20 PM
სამმაგი ტყუილის ქანდაკება - ჯონ ჰარვარდისა
ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის "ჰარვარდის" (რომელიც დაარსებულ იქნა 1636 წლის 8 სექტემბერს ქალაქ კემბრიჯში - მასაჩუსეტსის შტატი),წინ დგას ქანდაკება ინგლისელი მისიონერის,რომლის სახელსაც ატარებს აღნიშნული უნივერსიტეტი - ჯონ ჰარვარდისა (1607-1638 წლები).ქანდაკება სადაც ჯონ ჰარვარდი მჯდომარე მდგომარეობაშია გამოყვანილი,გაკეთებულია დაფაზე წარწერა,რომელზეც იკითხება: "ჯონ ჰარვარდი,დამაარსებელი,1638 წელი".იგი შექმნილ იქნა ამერიკელი მოქანდაკის - დანიელ ფრენჩის მიერ.მიუხედავად ამისა,"ჰარვარდის უნივერსიტეტის" სტუდენტები აღნიშნულ ქანდაკებას ირონიით "სამმაგი ტყუილის ქანდაკებას" უწოდებენ.მიზეზი კი ამისა,გახლავთ ის,რომ პირველ რიგში: მამაკაცი,რომელიც გამოსახულია ქანდაკებაზე არ გახლავთ - ჯონ ჰარვარდი,იგი გახლავთ ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი - ჰერმან შორი (რომელიც მოქანდაკემ გამოიყენა ჯონ ჰარვარდის სახედ,შერჩევითი პრინციპით).მეორე რიგში,იმიტომ რომ : ჯონ ჰარვარდი არ ყოფილა ამ უნივერსიტეტის დამაარსებელი და უნივერსიტეტს მისი სახელი ეწოდა იმის გამო,რომ სიკვდილის შემდგომ უანდერძა საკუთარი ბიბლიოთეკა და ფინანსები ამ სასწავლო დაწესებულებას.მესამე მიზეზი,რის გამოც ამ ქანდაკებას "სამმაგი ტყუილის ქანდაკებას" უწოდებენ გახლავთ ის,რომ უნივერსიტეტი დაარსებულ იქნა ორი წლით ადრე,ვიდრე დაფაზეა გამოსახული 1638 წელი,როგორც ცნობილია იგი დაარსებულ იქნა 1636 წლის 8 სექტემბერს
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 951 | დაამატა: balu | ტეგები: სამმაგი ტყუილის ქანდაკება - ჯონ ჰარ, tyuilis qandakeba, sammagi, jon harvardisa | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.