Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 31 » საოცნებო ატესტატი
3:21 PM
საოცნებო ატესტატი

რატომ მეგონა, რომ შეგრძნება სკოლა დავამთავრე და ატესტატი ავიღე იქნებოდა სრულიად განსხვავებული.თუმცა არანაირი შეგრძნება არ მაქვს არც კარგი და არც ცუდი.რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს და როცა გადის ეს გარკვეული დრო ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება რაც არ უნდა საყვარელი იყოს.ახლა დროა უკვე ჩვენი თავი უფრო ფართო საზოგადოებას წარვუდგინოთ, სკოლის წლები ბავშვობას და მოგონებებს გავატანოთ.

თუმცა მაინც არ დამავიწყდება ყველა ის 45წუთი რომელიც სკოლაში დამიკარგავს და ეს მაშინ მართლა დაკარგული მეგონა.დასვენებაზე, დერეფანში გამათბობელთან და ყოველ დილას ახლიდან დაწყებული კოცნა ფართი.ყოველი გაცდენილი გაკვეთილი, გამოპარვის მცდელობები და როგორმე მანდატურის ოთახში მოხვედრის სურვილი.ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, რომ მათ ჩემთვის ოქმი დაეწერათ, imageimageimageimage



დამიწერეს 10კლასში. მიხაროდა (სიცილი)

რაც თავი მახსოვს სულ უკან ვისხედით მე და ჩემი დაქალები.სულ ვსაუბრობდით არ ვიცი ამდენი სასაუბრო რა გვქონდა.მოკლედ რაც იყო კაი იყო.

რომ ვთქვა გული მწყდება მეთქი მოგატყუებთ, რადგან ყველა ეტაპს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს.დავასრულე მეც ჩემი ბავშვობა ამით ვინაცვლებ უფრო დიდ ეტაპზე რომელიც შემდგომ უფრო დიდით შეიცვლება.

კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 929 | დაამატა: chanchalarezo15 | ტეგები: რომ შეგრძნება სკოლა დავამთავრე და ა, რატომ მეგონა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.