Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » საყელოიანი კობრა
9:12 PM
საყელოიანი კობრა
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: Hemachatus
სახეობა: საყელოიანი კობრა
ქვესახეობა: არ არსებობს
მაქს. ზომა: 1.1 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
ეს სახეობა არ მიეკუთვნება ნამდვილი კობრების გვარს, არამედ მონოტიპიურ გვარს Hemachatus, თუმცა ეს სახეობა მიიჩნევა ნამდვილი კობრების ახლო ნათესავად და ასევე ნამდვილ მფურთხავ კობრებად.
გავრცელების არეალი: სამხრეთ აფრიკა.
საცხოვრებელი გარემო: ამ სახეობას უყვარს ბალახოვანი ადგილები. მას ხანდახან ნახავთ აფრიკის ჭაობიან ადგილებშიც.
გარეგნული აღწერილობა: სხეულის შეფერილობა დამოკიდებულია გავრცელების არეალთან, მაგრამ ყველას აქვს ერთი საერთო დამახასიათებელი ნიშანი: ყელზე გააჩნიათ 1 ან 2 ღია ფერის ზოლი. სხეულის საშუალო სიგრძეა წარმოადგენს 90სმ.- დან 110სმ. - მდე. ზოგიერთებს აქვთ მთლიანად მუქი ტანი, ზოგს კი ზოლებიანი.
კვება: მათი საკვები მრავალფეროვანია. ძირითადად უყვართ გომბეშოები, მაგრამ ასევე მიირთმევენ ძუძმწოვრებს და სხვა რეპტილიებს.
გამრავლება: საყელოიანი კობრა არის უნიკალურები აფრიკულ კობრებს შორის გამრავლების მხრივ. ისინი არიან კვერცხცოცხლადმშობები. შობენ მიახლოებით 20 - 35 პატარას. პატარები არიან 16 -17 სმ. ზომის.
ცხოვრების წესი და ქცევა: საყელოიანი კობრა არის ძირითადად ღამის გველი, თუმცა ხანდახან დღისითაც უყვართ მზეზე ყოფნა. შეწუხებისას ეს გველები შლიან მათ კაპიუშონს, გვაჩვენებენ მათ განსხსვავებულ ყელს და იფურთხებიან შხამს. მათ შეუძლიათ 2.5 მეტრის მანძილზე ისროლონ შხამი. ამ გველს ასევე გააჩნია სხვა დამცავი მექანიზმიც, კერძოდ კი მას შეუძლია თავის მომკვდარუნება. ამოტრიალდება მუცელზე, ენას გარეთ გადმოაგდებს, მუცელს იკუმშავს და არ ინძრევა.
შხამი: საყელოიანი კობრას შხამი არის ძირითადად ნეიროტოქსიკური და ასევე შეიცავს ნაწილობრივ ციტოტოქსინსაც და არის ნაკლებად მწებვარე ვიდრე აფრიკის სხვა ასპიტების. როცა ადამიანზე აპირებს თავდასხმას, იგი უმიზნებს მის სახეს, შხამის თვალებში შესასხმელად, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს და ბუნდოვან მხედველობას. ესეთ დროს რეკომენდირებულია თვალების წყლით ან რძით მობანვა. კბენის სიმპტომებია: ნაკბენის ადგილის დასიება, თვლემა, გულისრევა და პირღებინება, ძლიერი მუცლის ტკივილი, სიცხე, თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1182 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: საყელოიანი კობრა, sayeloiani kobra | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.