Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 10 » სპირიდუში
12:07 PM
სპირიდუში
"სპირიდუში" - შუა საუკუნეების ევროპულ მითოლოგიაში წარმოადგენდა ბოროტ სულს,რომელიც შავი მაგიის გამოყენების შედეგად,შავი ქათმის კვერცხისაგან გამოჰყავდათ და შემდგომ სპეციალურ ჭურჭელში ათავსებდნენ.სპირიდუშს შეეძლო მისი ბატონისათვის წარმატებისა და გამდიდრების მოტანა.თუმცა აქვე აღსანიშნავია,რომ მისი ფლობა მეპატრონეს მაქსიმუმ არა უმეტეს 7 წლისა შეეძლო.ამ ხნის მანძილზე თუკი სპირიდუშის მეპატრონე მისგან არ განთავისუფლდებოდა,ამ შემთხვევაში იგი პატრონს კლავდა და გარდაცვლილის სულს ჯოჯოხეთისაკენ ისტუმრებდა.
ცნობილია,რომ "სპირიდუში" რუმინულ მითოლოგიაშიც ფართოდ იყო გავრცელებული.თუმცა იქ სპირიდუში ადამინის ფორმის მაგვარი არსება იყო,მაგრამ საკმაოდ მოკრძალებული სხეულის მქონე.ფაქტიურად სხეულის პროპორციებით იგი გნომებსა და ელფებს ჩამოჰგავდა.ისინი ჯგუფებად ცხოვრობდნენ ხის ფუღუროებში,ყვავილის ფესვებსა და მინდვრებში.ისინი შესაძლოა ყოფილიყვნენ კეთილები და ამასტანავე ბოროტებიც.რუმინული მითოლოგიის მიხედვით "სპირიდუშები" ფლობდნენ მიწისქვეშა განძის საიდუმლოებას და გარდა ამის ფლობდნენ მცენარეებისა და ცხოველების ენას.არსანიშნავია ის გარემოებაც,რომ "სპირიდუში" არაერთი ზღაპრის პერსონაჟიცაა.
კატეგორია: მითოლოგია | ნანახია: 975 | დაამატა: balu | ტეგები: სპირიდუში, spiridushi | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.