Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » "წვიმის" შესახებ...
8:12 PM
"წვიმის" შესახებ...
"წვიმა" - განეკუთვნება თხევად ატმოსფერულ მოვლენას,რომელიც ღრუბლებიდან მოდის 0,5 მილიმეტრი და მეტი დიამეტრის მქონე წვეთების სახით და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წლის-წრებრუნვისა."წვრილ წვიმა" რომელსაც ჩვენ ხშირად მოვიხსენიებთ სიტყვებით თუროგორ "ცრის" - თქორი ეწოდება.არსებობს ასევე 0,5 მილიმეტრი დიამეტრის მქონე თხევადი ნალექი,რომელსაც მოვიხსენიებთ როგორც - "ჟინჟღლი".ძლიერ წვიმას კი მოვიხსენიებთ,როგორც - "კოკისპირული წვიმა".ასევე არსებობს - "მჟავა წვიმები",რომელსაც განეკუთვნება ატმოსფერული ნალექების ყველა სახეობა (წვიმა,თოვლი,სეტყვა,ნისლი და სხვა).ასეთი ნალექები დიდ პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურების კუთხით და იგი გულისხმობს ატმოსფერულ ტენში მჟავათა არსებობას.არის ასევე "სამრეწველო წვიმები",რომლებიც სერიოზულ პრობლემას უქმნის სხვადასხვა ქვეყნებს,მაგალითად - ჩინეთს.მჟავა წვიმის ორ უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს - აზოტმჟავა და გოგირდმჟავა.არსებობს ასევე წვიმის სხვა სახეობებიც,მაგალითად - "სოკოს წვიმა" (მცირე წვიმა,ჟინჟღვლა.რომელიც ძირითადად სოკოს სეზონის დროს იცის მზის მზის ფონზე და სხელიც ამიტომ შეურჩიეს "სოკოს წვიმა"),"ბრმა წვიმა" (რომელიც მზის ფონზე იცის ხოლმე),"ქარიშხლოვანი წვიმა" (იცის ქარიშხალთან ერთად),"სეტყვის წვიმა" (სეტყვასთან ერთად),"თოვლიანი წვიმა" (რომელსაც თოვლჭყაპს ვუწოდებთ),"საცურაო წვიმა","თავსხმა წვიმა" (ძლიერი წვიმა),"ცრის წვიმა" (იგივე ჟინჟღვლა),"ზოლისებრი წვიმა" (როდესაც წვიმის შხეფები ზოლოვნად,არახშირად მოდის),"ირიბი წვიმა","გაცრილი წვიმა"."გაჭიანურებული წვიმა" (გავრცელებული წვიმა).გარდა ამ წვიმის სახეობებისა,არსებობს ეგზოტიკური სახეობის წვიმები,როგორებიც არიან,მაგალითად: ქვის,სისხლიანი,შავი,ყვითელი და სხვა სახეობები.მიუხედავად იმისა,რომ ყველამ შესანიშნავად ვიცით თუ რა არის წვიმა,ცოტამ თუ იცის იმ საოცარი ფაქტების შესახებ,რომლებიც ამ მოვლენასთან არის დაკავშირებული და დღემდე აუხსნელ მოვლენებად არის მიჩნეული.მაგალითად ტაილანდში წვიმა ძირითადად,მხოლოდ ღამის პერიოდში მოდის,კუბაზე კი მხოლოდ სიესტის პერიოდში.ამერიკის,ოჰაიოს შტატის ქალაქ უაინსბერგში ბოლო ასი წლის მანძილზე არ ყოფილა 29 ივლისი,რომ არ მოეწვიმოს.რაღა თქმა უნდა გასაოცარი მოვლენებია.პორტუგალიაში თუ კი წვიმს სამსახურის გაცდენა ამ მიზეზით სრულიად საპატიო მიზეზად ითვლება.აფრიკულ სახელმწიფო ბოტსტვანაში ადგილობრივი ვალუტა "პულა" აღნიშნავს სიტყვა - წვიმას და მისალმებითაც ერთმანეთს მიმართავენ სიტყვით "პულა" - რაც როგორც ავღნიშნეთ "წვიმას" წარმოადგენს.ყოველწლიურად დედამიწაზე 519000 კუბური კილომეტრის ნალექი იღვრება წვიმის სახით.მათ შორის 26460 მილიმეტრი ნალექი წვიმის სახით ეცემა დედამიწაზე ყველაზე წვიმიან ქალქს ინდოეთის,შტატ მეგჰალიის - ჩერაპუნჯში.როგორც ცნობილია წვიმის სახელს უკავშირებენ ცნობილი თამაშის - დართსის გამოგონებასაც.ინგლისში მე-XVII საუკუნეში მოქმედებდა კანონი,რომლის თანახმადაც სინოპტიკოსებს,მცდარი პროგნოზისათვის სიკვდილითაც კი სჯიდნენ."ამინდის პროგნოზის" შემოღებასაც რადიოში,წვიმას მიაწერენ.ერთ-ერთი რადიოსადგურის ხელმძღვანელი კოკისპირულ წვიმაში მოყვა და საკმაოდ დიდი დისკომფორტიც შეუქმნა,იმისათვის,რის შემდეგაც მან შექმნა სპეციალური ამინდის პროგრამა ("ამინდის პროგნოზი"),რომელიც დღეში რამდენჯერმე გადაიცემოდა რადიოთი.პირველი სატელევიზიო ამინდის პროგნოზი გადაცემულ იქნა ინგლისში 1936 წლის 11 ნოემბერს.ფრაზა,როდესაც ჰიდრომეტცენტრიდან "ხანმოკლე წვიმა",ეს ნიშნავს იმას,რომ უახლოესი სამი საათის მანძილზე არ მოწვიმს.ფრაზა "მოსალოდნელია წვიმა",აღნიშნავს წვიმას,რომელიც არანაკლებ ნახევარი დღით მაინც გაგრძელდება.დღევანდელ ეპოქაში ადამიანებს უკვე თავად შეუძლიათ ამ ბუნებრივი მოვლენის ხელოვნურად გამოწვევა,ისევე როგორც ღრუბლების განდევნა ციდან და წვიმის თავიდან არიდება (როგორც ეს კახეთშია შესაძლებელი).
კატეგორია: ბუნება | ნანახია: 1784 | დაამატა: balu | ტეგები: wvimis shesaxeb, წვიმის შესახებ..., wvimashi, wvima, wvism, ra aris | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.