8:52 PM ცისარტყელა | |
"ცისარტყელა" - გახლავთ ატმოსფერული,ოპტიკური და მეტეოროლოგიური მოვლენა,რომელიც ძირითადად წვიმის შემდეგ ჩნდება ცაზე.შვიდი ფერი,რომელიც ყველასათვის ცნობილია (იისფერი,ლურჯი,მწვანე,ცისფერი,ყვითელი,წითელი და ნარინჯისფერი),გაშიფრულ იქნა გენიალური ინგლისელი ფიზიკოსის ისააკ ნიუტონის მიერ.მიუხედავად იმისა,რომ ეს მოვლენა ადრეულ პერიოდებშიც იწვევდა მეცნიერთა დაინტერესებას და დაკვირვებას,ვერავინ ვერ შეძლო იმ ფერების დადგენა თუ რომელი ფერები გახლდათ ბუნების ამ საოცარ მოვლენაში დაფიქსირებული.ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში მასზე დაკვირვებას არისტოტელე აწარმოებდა.არსი იმისა თუ საიდან წარმოიქმნებოდა ცისარტყელა დაადგინეს სპარსმა მეცნიერებმა XIII-XIV-ე საუკუნეებში.თუმცა ფერების დადგენა თუ რამდენი ფერისგან შედგებოდა იგი ვერც მათ მოახერხეს.საბოლოო ჯამში კი ეს მისია ისააკ ნიუტონმა შეასრულა,როდესაც მას დააკვირდა სპეციალური მინის პრიზმით და დაადგინა,რომ "ცისატრტყელა" შვიდი ფერისაგან შედგებოდა,იმ ფერებისაგან,რომლებიც ზემოთ ავღნიშნეთ. | |
|