Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » ცხვიროსანი ენჰიდრინა
9:04 PM
ცხვიროსანი ენჰიდრინა
ოჯახი: ასპიტისებრნი 
ქვეოჯახი: ზღვისგველისებრნი 
გვარი: ენჰიდრინა 
სახეობა: ცხვიროსანი ენჰიდრინა
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქს. ზომა: 120 სმ.
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: არაბეთის ზღვა, სპარსეთის ყურე, მადაგასკარის და სეიშელის კუნძულების სამხრეთ ნაწილები, სამხრეთ აზიის (პაკისტანი, ინდოეთი და ბანგლადეში) ზღვები, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (მიანმარი, ტაილანდი, ვიეტნამი), ავსტრალია (ჩრდილოეთ ტერირორია და კუინზლენდი) და ახალი გვინეა.
საბინადრო გარემო: ამ გველებს ძირითადად ხედავენ ინდოეთის კუნძულების სანაპირო ადგილებში. უყვარს ქვიშიანი ფსკერის მქონე ადგილები წყალში.
გარეგნული აღწერილობა: ხშირ შემთხვევაში ეს გველი არის მუქი ნაცრისფერი ზემოდან, გვერდები და ქვედა ნაწილი მოთეთროა. დაკრავთ მკრთალი მუქი ფერის ლენტები, რომლებიც სხეულის შუა ნაწილში დიდია. თავის და ტანის სიგრძე შეადგენს 1111 მმ.-ს; კუდი - 190 მმ.-ს. მამრებს გააჩნიათ 2 პენისი, თუმცა გამრავლების დროს გამოიყენება მხოლოდ ერთი.
კვება: ეს გველები ძირითადად იკვებებიან ლოქოებით, თუმცა არც სხვა ტიპის თევზებზე ამბობენ უარს. შხამის შეყვანის შემდეგ ისინი იწყებენ მათი მსხვერპლის ჩაყლაპვას თავიდან.
გამრავლება: შეწყვილება იწყება სექტემბერსა და ოქტომბერში და იგი ყოველწლიურია. მდედრი ბადებს ცოცხლად საკმაოდ დიდი ზომის ახალშობილებს და ამ გველების წარმოება ბევრად აღემატება სხვა ზღვის გველების წარმოებას, სადაც ერთ დაბადებაზე მდედრი ბადებს 18-მდე ახალშობილს. ყოფილა შემთხვევა დაუბადავს 30-ზე მეტიც კი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ გველებში საკმაოდ დიდია, თუმცა ისინი ვინც გადარჩებიან ჩვეულებრივ სწრაფად იზრდებიან. 18 თვის შემდეგ აღწევენ მოწიფულობის ასაკს.
ცხოვრების წესი და ქცევა: არიან აქტიურები როგორც დღისით ისე ღამითაც. შეუძლიათ ჩაყვინთონ 100 მეტრამდე და გაძლონ წყლის ქვეშ მაქს. 5 საათი. ეს გველები შედიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიში გველების სიაში მათი ძლიერმოქმედი შხამისა და აგრესიული ხასიათის გამო. ჩვეულებრივ სხვა ზღვის გველები იშვიათად იკბინებიან და არ უშვებენ მსხვერპლში დიდი რაოდენობით შხამს, როცა ეს გველები არ არც კი ყოყმანობენ ისე გადადიან კბენაზე კონტაქტის დროს. მისი შხამის მხოლოდ 1,5 მგ. არის საჭირო ადამიანის მოსაკლავად. ყველაზე ხშირად ამ გველის მიერ კბენა ხდება როცა ხდება მათი და ადამიანების კონტაქტი ერთმანეთთან. ამ გველის ხორცი გამოიყენება საკვებში ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და მეთევზეებში ჰონგ კონგსა და სინგაპურში.
შხამი: ამ გველის შხამი შედგება ძლიერმოქმედი ნეიროტოქსინებისა და მიოტოქსინებისგან. ეს სახეობა ზღვის გველებს შორის ყველაზე მეტად აგებს პასუხს ადამიანების სიკვდილზე (ყველა ზღვის გველების კბენის 90%). შხამის შეყვანის საშუალო დოზაა 7.9–9.0 მგ, ხოლო ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა 1,5 მგ.-ია. ნაკბენისთვის გამოიყენება ყველა ზღვის გველის შრატი.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1027 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: cxvirosani enhidrina, ცხვიროსანი ენჰიდრინა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.