Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » უფალი ჩვენი იესო ქრისტე გასცეს!
3:49 PM
უფალი ჩვენი იესო ქრისტე გასცეს!
დღეს თითოეული ქრისტიანისათვის უმძიმესი და უდიდესი მწუხარების დღეა! სწორედ ამ დღეს გასცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე,მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ - იუდა ისკარიოტელმა.გასცა და გაყიდა 30 ვერცხლად "მხსნელი კაცობრიობისა",რომელიც შემდეგ ჯვარს აცვეს რომაელებმა,იუდეველთა მღვდელთმთავრების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ.უფალი ჩვენი,მაცხოვარი ჩვენი და მხსნელი კაცობრიობისა განკაცდა,რათა ჩვენივე ხსნაში და ცხონებაში დაგვხმარებოდა.ჩვენ კი იგი "ჯვარს ვაცვით" და ყოველდღიურად კაცთა მოდგმა განაგრძობს ამ საშინელი აქტის ჩადენას,თავისი ბოროტებით,ღალატით,მლიქვნელობით,სიცრუით და სხვა ასეთივე მრავალი არაადამიანური (თუმცა ადამინთა დამახასიათებელი) საქციელებით.იუდა ისკარიოტელმა გასცა უფალი და გაყიდა იგი,რამაც საბოლოოდ დაამკვიდრა "ღალატის" ფენომენის უდიდესი ზიზღი ადამიანში.მიუხედავად ამისა ეს "შავი ჭირი" ადამიანისვე თანმდევ და ხშირად ჩვეულებადაც კი იქცა ცხოვრებაში.
პილატემ "ხელები დაიბანა",რამაც ასევე უდიდესი ზიზღი წარმოშვა ადამიანში "გულგრილობის" მიმართ,რომელიც საუბედუროდ ასევე თანმდევი და ხშირ შემთხვევაში ჩვეულებადაც კი ჩამოუყალიბდა კაცთა მოდგმას.სხვისი ჯავრი არ მაქვსო ფიქრობს ადამიანი.მე ვიყო კარგად და დანარჩენმა ქვეყანამ თუნდ თავი შავ ქვას ახალოსო!.. ყოველი კაცი ცალ-ცალკე სდევდა და სდევს თავის ბედს,კერძოდ ეძიებდა და ეძებს საკუთარ კეთილდღეობას.
იუდა ისკარიოტელმა თავი ჩამოიხრჩო,თუმცა მისი სახელი სამუდამოდ დამკვიდრდა სინონიმად ღალატისა და გამცემლობისა.ალბათ,კაცობრიობა ვერასოდეს ჩასწვდება ღრმად იმ მოვლენას,რაც 2013 წლის წინათ განვითარდა დედამიწაზე.რადგან ამ ხნის მანძილზეც კი ვერ გამოვიტანეთ სათანადო დასკვნები უფალი ჩვენი იესო ქრისტეს განკაცებისა და დედამიწაზე მოვლინებისა.ვერ გამოვიტანეთ თუნდაც იმიტომ,რომ,ელემენტარული რამ,რაც უფალმა გვიქადაგა "გვიყვარდეს ერთმანეთი",ჩვენს გონებამდე კვლავ ვერ დასულა და ურთიერთმტრობაში ვატარებთ ამ ხანმოკლე,თუმცა უმნიშვნელოვანეს ეტაპს ჩვენი ყოფისა.სამაგიეროდ მომრავლებულია სიძვა,ღალატი,სიძულვილი და სხვა მრავალი მანკიერებები.ის მანკიერებები,რომელიც ჩვენივე სულის ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზის ყველაზე ახლო ეტაპია.ვერ ჩავწვდით იმას,რომ "სიყვარულია" ის,რაც "დედამიწას ატრიალებს",ვერ ჩავწვდით იმას,რომ "გვიყვარდეს ერთმნანეთი" და თითოეული ადამიანი თანაბარუფლებიანი ვართ,მიუხედავათ ჩვენი რანგისა და სტატუსისა.
კაცთა მოდგმა,რომ თუნდაც იმას ჩაწვდენოდა თუ რა არის სიყვარული,დედამიწაზე არ იარსებებდა ომები,არ იარსებებდა სიძულვილი,არ იარსებებდა მტრობა და სხვა მრავალი უბედურება.თუმცა აქვე მინდა გავიხსენო გენიალური ფრაზა,უდიდესი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის - იოჰან ვოლფგანგ გოეთესი:
"უფალის ძალა,რომ მომცა დედამიწაზე ყველაფერს შევცვლიდი,თუმცა მისი გონებაც,რომ მომცა,ყველაფერს ისევე დავტოვებდი როგორც არისო".
დღეს უმძიმესი დღეა! დღეს უმძიმესი დღეა! დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე გასცეს!!!
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 1423 | დაამატა: balu | ტეგები: 40 vercxli, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გასცეს!, upali chveni ieso qristte gasces, iudam ieso gasca, ioso gascer | რეიტინგი: 3.7/7
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.