Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 8 » ვახტანგ I გორგასალი
4:22 PM
ვახტანგ I გორგასალი
502 წელს,მაშინ როდესაც საქართველოს (ქართლს) უზარმაზარი სპარსული არმია შემოესია,ქართლის უდიდესმა ქართველმა მეფემ - ვახტანგ I "გორგასალმა",რომლის ჯარიც მტრის ჯარზე ხუთჯერ მცირე რაოდენობის გახლდათ,უჯარმასთან ახლოს - ივრის ველებზე,ბრძოლის წინ თავის სახელოვან მებრძოლებს ასეთი სიტყვებით მიმართა:
"სიკვდილს გადარჩენილი ყოველი კაცი ბრძოლის ველიდან მტრის თავს ან ხელს თუ არ გამოიტანს,ჩვენს მიერ სიკვდილით დაისჯება".
როგორც ცნობილია,მტრისთვის ხელის მოჭრის ტრადიცია იმ ეპოქის საქართველოში საკმაოდ გავრცელებული მეთოდი გახლდათ მოწინააღმდეგის დასჯისა.აღნიშნული მეთოდი კი დიდმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა ვაჟა ფშაველამ საკუთარ გენიალურ პოემაში "ალუდა ქეთელაური" აღწერა.ასეთი მეთოდის არსებობას იმ ეპოქის საქართველოში "ქართლის ცხოვრებიდანაც" ვგებულობთ და რაც საინტერესოა,მტრისათვის ხელის მოკვეთის ტრადიცია არა მარტო საქართველოს მთაში იყო გავრცელებული,არამედ ბარშიც კი,რაზეც ზემოთ მოყვანილი მაგალითიც გამოდგება.ვახტანგ მეფისათვის აღნიშნული ბრძოლა უკანასკნელი გამოდგა,იგი ამ ბრძოლაში მოწამლული ისრით იქნა დაჭრილი იღლიაში,რომელიც მეფის ჯაჭვით დაუცველ ადგილს წარმოადგენდა (მოღალატემ,რომელმაც ვახტანგ მეფის ჯაჭვით დაუცველი ადგილი მიუთითა მტერს,შესძლო მიმალვა,ხოლო ბარტამი,რომელმაც ისარი ესროლა მეფეს,მეფის მიერვე ადგილზევე იქნა შუაგაპობილი ხრმლით).ქართველი ხალხის მეხსიერებაში ვახტანგ I "გოტგასალმა" წარუშლელი კვალი დასტოვა.ჯერ კიდევ XI საუკუნის საქართველოში სათუთად ინახავდნენ ამ დიდებული მეფის აბჯარს და სამოსელს,რომელიც მნახველს თავისი ზომებით აკვირვებდა.საუკუნეთა მანძილზე ქართველები სამეფო დროშას "გორგასლიანს" უწოდებდნენ.ვახტანგ I "გორგასლის" მეფობით დასრულდა საქართველოს ისტორიის ანტიკური პერიოდი და დაიწყო შუა საუკუნეების ეპოქა.მისი ანდერძი: "ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესათვის",კი ყოველი ქართველისათვის სამარადჟამო სიტყვად იქცა,რომელიც არაერთხელ აღასრულა ქართველმა ერმა მტერთან ბრძოლისას.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1452 | დაამატა: balu | ტეგები: vaxtang gogrgasali vaxtang 1, ვახტანგ I გორგასალი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.