Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მაისი » 1 » ჟან ბატისტ პოლკენი (მოლიერი) - "ეპიზოდი"
4:11 PM
ჟან ბატისტ პოლკენი (მოლიერი) - "ეპიზოდი"
ერთ-ერთ უდიდესი ფრანგი კომედიოგრაფისა და კლასიკური კომედიის დამფუძნებლის - ჟან ბატისტ პოლკენის,იგივე - მოლიერის (1622-1673 წლები),შესახებ 1919 წლის 7 ნოემბერს გამოცემულ ფრანგულ ჟურნალში "Comedia",იბეჭდება ცნობილი ფრანგი მწერლისა და პოეტის - პიერ ლუის (1870-1925 წლები) სტატია,სახელწოდებით: "მოლიერი - კორნელის ნაწარმოები",სადაც ავტორი მოლიერის კომედიური ჟანრის პიესას "ამფიტრეონს",დაწერილს 1668 წელს,განიხილავდა,როგორც თანაბარი სიუჟეტის მქონე პიესას,დიდი ფრანგი დრამატურგის - პიერ კორნელის (1606-1684 წლები) ნაწარმოებისა: "Agesilas",რომელიც დაწერილ იქნა 1666 წელს).სტატიის ავტორი ამტკიცებდა,რომ მოლიერმა თავისი ნაწარმოებისათვის,სწორედ პიერ კორნელის ნაწარმოები გამოიყენა და მიიჩნევდა,რომ მოლიერმა კორნელის ნაწარმოებიდან ზუსტად გადმოიწერა ბევრი სიუჟეტი.პიერ ლუისის მიერ დაწერილ სტატიას დიდი სკანდალი მოჰყვა ლიტერატურულ წრეებში და დღევანდელობამდე,ამ ფაქტის ირგვლივ განვითარებულ ისტორიას სახელად ეწოდა: "საქმე - მოლიერისა და კორნელისა".აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ აღნიშნული ნაწარმოების შესახებ წერდნენ,სხვა ცნობილი პიროვნებები,მაგალითად ანრი პულაის მიერ 1957 წელს დაწერილი: "კორნელი,მოლიერის ნიღბის ქვეშ"; დენი ბუასეს: "მოლიერის საქმე: უდიდესი ლიტერატურული სიცრუე" და სხვა ანალოგიური ნაშრომები.ფაქტიურად ზემოთ მოყვანილი ფაქტების გამოისობით მოლიერს პლაგიატში დასდეს ბრალი და დღემდე დავის საგნად რჩება ჟან ბატისტ პოლკენის (მოლიერის) მიერ დაწერილი კომედიური ჟანრის პიესა - "ამფიტრიონი".
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 764 | დაამატა: balu | ტეგები: jan batist, polkeni, ჟან ბატისტ პოლკენი (მოლიერი) - ეპიზ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.