6:21 PM “ჩიჩი-ჯიმას ინციდენტი” | |
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 1944 წლის 2 სექტემბერს,კუნძულ ჩიჩი-ჯიმასათან სიახლოვეს,იაპონელებმა ჩამოგდეს ამერიკელთა საბრძოლო თვითმფრინავები,რის შედეგადაც 9 გადარჩენილი პილოტიდან – რვა ტყვედ იქნა აყვანილი,ხოლო ერთი ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა “Finback”-მა გადაარჩინა და თავის ბორტზე აიყვანა (უფრო მეტი ინტერესისათვის,თუ ვინ იყო აღნიშნული პილოტი,ქვემოთ გაგაცნობთ).თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,რვავე ტყვე ჩიჩი-ჯამაზე იქნა გადაყვანილი და შემდეგ სიკვდილით დასჯილი,მათ შორის დასჯის მეთოდათ გამოყენებულ იქნა სამურაის ხმალი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მეთოდით დასჯა იაპონელთათვის იმ დროს ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ,თუმცა ის რაც ამ დასჯას წინ უსწრებდა და შემდგომში განვითარებული მოვლენები,კიდევ უფრო ამაზრზენს ჰქმნის ამ ისედაც საშინელ ისტორიას.ტყვეების აყვანის შემდეგ იაპონელმა ოფიცრებმა,მოაწყვეს “საზეიმო საღამო” და როდესაც სუფრაზე საკვები გაუთავდათ,ერთ-ერთმა ოფიცერმა ბრძანება გასცა,ახლად-სიკვდილით დასჯილი ამერიკელი ტყვეებისათვის “კიმო” – “ღვიძლი” ამოეცალათ და მისთვის შემწვარი სახით მიერთვათ.ბრძანება აღსრულებულ იქნა და მალე “კიმო” ერთ-ერთ უმთავრეს საკვებად იქცა ამ არანორმალური სამხედრო ჯგუფისათვის.მეორე დღიდან კი მათ დაიწყეს,არა მარტო ღვიძლით კვება,არამედ სხეულის თითქმის ყველა ნაწლითაც.ცოცხლად დარჩენილი ტყვეები,იაპონელმა ოფიცრებმა კიდევ უფრო დიდი წამებით მოკლეს და მათ ნაწილ-ნაწილი ათლილი ხორცისაგან (ისე რომ ტყვეები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ) იკვებებოდნენ,ფაქტიურად ჩიჩი-ჯიმას კუნძულზე განლაგებული იაპონური სამხედრო კონტიგენტი კანიბალიზმა მოიცვა.საბოლოო ჯამში რვავე სამხედრო ტყვე საშინელი ტანჯვა-წამებით იქნა მოკლული და შემდეგ შეჭმული.აღნიშნული ფაქტი ისტორიაში შევიდა სახელწოდებით: “ჩიჩი-ჯიმას ინციდენტი”.მეცხრე პილოტი,რომელიც 4 საათის განმავლობაში ელოდა ზღვაზე მაშველს და გადაურჩა ამ საშინელ მოვლენას გახლდათ,ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი და რიგით 41-ე პრეზიდენტი (1989-1993 წლებში) – ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში (უფროსი),რომელიც იმ დროს ლეიტენანტის ჩინს ატარებდა. | |
|