Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 11 » D ვიტამინი მენსტრუალური ტკივილის საწინააღმდეგოდ
11:25 PM
D ვიტამინი მენსტრუალური ტკივილის საწინააღმდეგოდ
მენსტრუაციის პერიოდში ტკივილის სამკურნალოდ D ვიტამინის მაღალი დოზებით ინექციის სახით შეყვანა ძალიან კარგ ეფექტს იძლევა, განაცხადეს მასინის უნივერსიტეტის (იტალია) მეცნიერებმა კვლევებზე დაყრდნობით.
მეცნიერებმა დაკვირვება აწარმოეს 18 დან 40 წლამდე ასაკის 40 ქალზე. ყველას აღენიშნებოდა დისმენორეული ნიშნები (ტკივილი მუცლის არეშე, დიარეა, ძილის დარღვევები და სხვა პრობლემები მენსტრუაციის პერიოდში). ექსპერიმენტის მონაწილეები დაყვეს ორ ჯგუფად: პირველ ჯგუფს აძლევდნენ პლაცებოს ხოლო მეორე ჯგუფში შეყავდათ ვიტამინებს.

კვლევის პროცესში მეორე ჯგუფის პაციენტებმა აღნიშნეს მწვავე ტკივილის შემცირება. აღსანიშნავია რომ ვიტამინის ინექცია ხდება საკმაოდ მაღალი დოზით - 300000 საერთაშორისო ოერთეული. ამასთან ამერიკული მედიცინის სკოლა აცხადებს, რომ 4000 ერთეული არის დღიური დოზის ზედა ზღვარი მოზრდილი ადამიანისათვის.

პროსტაგლანდინების დიდი რაოდენობით გამომუშავება იწვევს ტკივილის შეგრძნებას ხოლო D ვიტამინი კი აქვეითებს პროსტაგლანდინების სინთეზს. ამიტომ ვიტამინს შეუძლია ჩაანაცვლოს ტკივილგამაყუჩებელი.

იმისათვის, რომ დადგინდეს ასეთი თერაპიის უსაფრთხოება საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 861 | დაამატა: balu | ტეგები: მენსტრუალური ტკივილის საწინააღმდეგო, D ვიტამინი | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.