6:49 PM გაიუს იულიუს კეისრის ბიოგრაფი | |
ძველი რომის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს,მხედართმთავარს,მწერალსა და ორატორს,რომლის სახელი (კეისარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად - გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები),მადლიერმა რომაელმა ხალხმა“ღვთაებრივი ავგუსტუსი” უწოდა.მისი განვლილი ცხოვრებიდან ცნობილია,რომ იგი შურისძიებაშიც კი ჩვეულ ლმობიერებას იჩენდა.მეკობრეებს,რომლებსაც ტყვედ ჰყავდათ,ფიცით დაჰპირდა,ჯვარზე ამოგხდით სულსო,მაგრამ როცა შეიპყრო,ბრძანა,ჯერ დაეხოცათ და ჯვარზე შემდეგ გაეკრათ.არც კორნელიუს ფაგიტასთვის დაუშავებია რამე: არადა,ავადმყოფი კეისარი მას დევნილობისას ჩაუვარდა ხელში და დიდი თანხაც გადაუხადა,რომ სულასათვის არ ჩაებარებინა.მონა ფილემონი,თავისი მდივანი,რომელიც მის მტრებს დაჰპირდა,რომ პატრონს საწამლავით მოწამლავდა,სიკვდილით დასაჯა,მაგრამ არ უწამებია. როცა პუბლიუს კლოუდუსი,რომელმაც მისი ცოლი პომპეია აცდუნა,სიწმინდეთა შებღალვისათვის გაასამართლეს.მოწმედ გამოძახებულმა კეისარმა განაცხადა,ამის შესახებ არაფერი ვიციო,თუმცა დედას – ავრელიას,და დას – იულიას ყველაფერი დაწვრილებით ეამბნათ მოსამართლეებისათვის.შეკითხვაზე,მაშ ცოლს რატომღა გაეყარეო,უპასუხა: “იმიტომ,რომ ჩემი ახლობლები არა მარტო უმწიკვლონი უნდა იყვნენ,არამედ მათში ეჭვიც კი ვერავინ უნდა შეიტანოსო”. გასაოცარი იყო მისი ზომიერება და გულისხმიერება,როგორც სამოქალაქო ომის დროს,ისე გამარჯვების შემდეგაც.მაშინ,როდესაც პომპეუსმა თავის მტრად შერაცხა ყველა,ვინც რესპუბლიკის დასაცავად არ დადგებოდა,კეისარმა საჯაროდ განაცხადა,რომ მათ,ვინც თავს შეიკავებდა და არც ერთ მხრეს არ მიემხრობოდა,მეგობრად ჩათვლიდა.ყველა,ვინც მანამდე პომპეუსის რჩევით დააწინაურა,პომპეუსის მხარეს გადასვლის საშუალება მისცა.როცა ილერდასთან დანებების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და დაპირისპირებული ჯარების მეომრებს უწყვეტი კავშირი და ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეტთან,აფრანიუსმა და პეტრეუსმა მოულოდნელად აზრი შეიცვალეს,შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს თავიანთ ბანაკში მყოფი იულიუსის ყველა ჯარისკაცი; კეისარმა მაშინაც კი არ მიჰბაძა მათ მზაკვრულ საქციელში.ფარსალუსთან მან მოუწოდა თავის ჯარისკაცებს,გაჰფრთხილებოდნენ რომაელი მოქალაქეების სიცოცხლეს და შემდეგ ნება დართო,თითოეულს სიცოცხლე ეჩუქებინა მტრის ერთი ჯარისკაცისათვის.) მას,ომიანობის დროს თუ არ ჩავთვლით,აფრანიუსის,ფაუსტუსის და ახალგაზრდა ლუციუს კეისრის გარდა,არავინ მოუკლავს.თუმცა ფიქრობენ,რომ არც მათ სიკვდილში ერია მისი ხელი,მიუხედავად იმისა,რომ პირველმა ორმა,მას შემდეგ,რაც ერთხელ უკვე ეპატიათ,კვლავ აღმართეს იარაღი მის წინააღმდეგ; მესამემ კი,მას შემდეგ,რაც ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდა მის მონებსა და აზატებს,კეისარს სახალხო სანახაობისათვის მომზადებული ცხოველებიც კი დაუხოცა.დასასრულ,სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მან იტალიაში დაბრუნების ნება დართო ყველას,ვინც ჯერ კიდევ არ იყო შეწყალებული და გზა გაუხსნა მათ სახელმწიფო და სამხედრო თანამდებობებისაკენ.ბრძანა,კვლავ დაედგათ ლუციუს სულასა და პომპეუსის ქანდაკებები,რომლებიც ხალხმა თავის დროზე ჩამოაგდო.და შემდეგაც,როცა მის წინააღმდეგ რაღაც საშიში ითქმებოდა და იგეგმებოდა,ცდილობდა,აღეკვეთა ეს და არავინ დაესაჯა.როცა გაიგებდა,რომ შეთქმულებები მზადდებოდა და ღამის შეხვედრები იმართებოდა,მხოლოდ იმას სჯერდებოდა,რომ ედიქტით გამოაცხადებდა,ჩემთვის ყველაფერი ცნობილიაო.ვინც ღვარძლიანად ლააპარაკობდა მასზე,შეკრებისას ურჩევდა,ასე აღარ მოქცეულიყვნენ; სასინელ დარტყმას,რომელიც ავლუს ცეცინას ცილისმწამებლურმა წიგნმა და პიფოლაეს სალანძღავმა ლექსებმა მიაყენეს მის კეთილ სახელს,უბრალო მოქალაქესავით შეხვდა.”ღვთიური ავგუსტუსი” ძვ.წ.აღ-ით 44 წელს მოკლულკ იქნა ვერაგულად და მის სიკვდილში ერთ-ერთი მოქმედი პირი მისივე მეგობარი ბრუტუსი გახლდათ,რომელმაც ბოლო სასიკვდილო იარა მიაყენა მას. | |
|