ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 931/თარიღი: 2013-04-26
დღევანდელ ეპოქამდე შემორჩენილ "უძველეს ვიოლინოდ",სხვა ძველ ვიოლინოებს შორის მიჩნეულია,ცნობილი იტალიელი (გერმანული წარმოშობის) ოსტატის - გასპარ დუიფოპრუგარის (1467-1530 წლები) მიერ,სპეციალურად იტალიის მეფისათვის,ბოლონიაში 1510 წელს დამზადებული ვიოლინო.სწორედ აღნიშნული ოსტატი იდგა სათავეებთან,ვიოლინოს როგორც მუსიკალური ინსტრ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 913/თარიღი: 2013-04-26
"ლუკაიანები" - ინგლისურ ენაზე "Lucayan people",წარმოადგენდა სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებელი ინდიელი ხალხის ჯგუფის ავარაკების იმ ხალხს,რომლებიც ცხოვრობდნენ და სახლობდნენ,ატლანტის ოკეანეში მდებარე ბაჰამის კუნძულებზე,ქრისტეფორე კოლუმბის გადასვლის პერიოდში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ "ლუკაიანები" იყვნენ ის პირველი მკვიდრი,ამერიკელი ინდიელი ხალხი,რომლებიც ესპანელებმა ნახეს 1492 წლის 12 ოქტომბერს.მათი ისტორიიდან ცნობილია,რომ "ლუკაიანები" განსაკუთრებულად მშვიდობისმოყვარეობით გამოირჩეოდნენ და ნადირობით,მიწათმოქმედებითა და თევზაობით ირჩენდნე...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 951/თარიღი: 2013-04-25
"ტრიბულე" - წარმოადგენდა,საფრანგეთის მეფის ლუი XII დე ვალუას (1462-1515 წლები) და საფრანგეთის შემდგომი მეფის - ფრანსუა I დე ვალუას (1494-1547 წლები),სამეფო კარის ყველაზე ცნობილ "მასხარას",რომელიც შემდგომ არაერთხელ იქნა მოხსენიებული სხვადასხვა მწერლების ნაწარმოებებში.მაგალითისათვის ალბათ დიდი ფრანგი მწერალი - ფრანსუა რაბლეს ნაწარმოები "გარგანტუა და პანტაგრუელი" და გენიალური ფრანგი მწერლის - ვიქტორ მარი ჰიუგოს,რომანი "მეფე ერთობა"-ც საკმარისი იქნება.ტრიბულე საკმაოდ დიდი ნიჭითა და გონებასხარტი აზროვნებით გამოირჩეოდა,რის გამოც იგი განს...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 964/თარიღი: 2013-04-25
"საერთაშორისო უნივერსალური ენის" ანუ "Lingua franca"-ს იდეა ახალი არ არის.ჯერ კიდევ 1887 წელს,გამოჩენილმა პოლონელმა-ებრაული წარმომავლობის ლინგვისტმა - ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა (1859-1917 წლები),შექმნა და შემოიღო ხელოვნურად შექმნილი ენა - "ესპერანტო",რომელიც ევროპული (ძირითადად რომანული ჯგუფის) ენების ბაზაზე შემუშავდა.იგი უკუდურესად მარტივი გრამატიკით გამოირჩეოდა,შესასწავლად იოლი და გამოსაყენებლად მოხერხებული იყო.მაგრამ ეს თვისებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის,რომ იგი მსოფლიო ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 900/თარიღი: 2013-04-25
რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმყრობელი 1513-1521 წლებში - ლეო X (ერისკაცობაში - ჯოვანი დი ლორენცო დე' მედიჩი),მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა თვალების (ახლოხედვის) პრობლემით,რაც ასაკში შესვლასთან ერთად კიდევ უფრო ურთულდებოდა (აღსანიშნავია,რომ მიუხედავად ახლოხედვისა,საჯაროდ სათვალეები არასოდეს უტარებია).საბოლოოდ მას,მხოლოდ 10 სანტიმეტრის სიშორის მანძილზე შეეძლო ნორმალურად ხედვის უნარის შენარჩუნება,რის გამოც იგი არა ერთხელ გამხდარა მისი "ავადმოსურნეების" დაცინვისა და ქილიკის ობიექტი.მაგალითად...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 928/თარიღი: 2013-04-25
უძველესი ეგვიპტის ფარაონი - პეპი II ნეფერკარა,რომელიც ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანას მართავდა ძვ.წ.აღ-ით 2278-2184 წლებში,სამეფო ტახტზე 6 წლის ასაკში ავიდა და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდხანს იმეფა,დაახლოებით 94 წელიწადი,საბოლოოდ კი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.აღსანიშნავი მისი ისტორიიდან არაერთი მოვლენა ყოფილა,თუმცა ეხლა მხოლოდ ერთ საკმაოდ ორიგინალურ მაგალითზე შევჩერდები: ყველასათვის ცნობილია,რომ ეგვიპტე ცხელი კლიმატის მქონე ქვეყანაა და შესაბამისად მწერებიც მრავლადაა,განსაკუთრებით ბუზები.იმისათვის,რომ პეპი I...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 847/თარიღი: 2013-04-25
აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილის ზოგიერთი ქვეყნის რაიონებში (ლიბერიაში,სიერა-ლეონეში და გვინეაში),XX საუკუნის დასაწყისამდე - "კისის ხალხი",გამოიყენებდა,ეგრეთწოდებულ "კისის ფულს",რომელსაც "კისის-პენს" უწოდებდნენ და იგი საკმაოდ გავრცელებული ფორმითაც მოიხმარებოდა."კისის-პენს" - კისის ხალხის გარდა გამოიყენებდნენ,სხვადასხვა აფრიკული ტომის ხალხი,მაგალითად: გბანდი,გოლა,კპელე,ლომა,მანდიგო და სხვები.აღნიშნულ ფულს ჭედავდნენ და ამზადებდნენ ლითონზე მომუშავე ხელოსნები.რკინის გასაოცარ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 975/თარიღი: 2013-04-25
დროშის გამოყენება თავდაპირველად ჩინეთსა და ინდოეთში დაიწყეს,საიდანაც მალევე მთელ მსოფლიოში გავრცელდა იგი.მოგვიანებით აღნიშნულ ატრიბუტს უმნიშვენელოვანესი დატვირთვა მიეცა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ იქცა.ყველასათვის ცნობილია,რომ დღემდე მოქმედ უძველეს ეროვნულ დროშად,დანიის ეროვნული დროშა: "დანებორგი" მიიჩნევა,რომელიც ქვეყანამ 1219 წლის 15 ივნისს დაამტკიცა,როგორც ამ ქვეყნის ეროვნული დროშა.მას შემდეგ რაც ეროვნული დროშები ფართოდ იქნა გავრცელებული სხვადასხვა სახელმწიოებში,მათი ფორმები და მასზე დატანილი გამოსახულებები,შეიცავს სხვა...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 832/თარიღი: 2013-04-25
ინგლისის მეფის ჰენრი I-ის,ზედსახელად "ბოკლერის",რაც "კარგად განათლებულს" აღნიშნავდა (1068-1135 წლები),დაწესებული იყო სპეციალური გადასახადი,რომლის ოფიციალური სახელწოდება გახლდათ "განთავისუფლება სამხედრო სამსახურისაგან".აღნიშნულ გადასახადს კი მოიხსენიებდნენ მეორე სახელწოდებითაც,როგორც - "ლაჩრების გადასახადი".ასეთი გადასახადი დაწესებული იყო იმ ადამიანების (მამაკაცების) მიმართ,რომლებიც უარს აცხადებდნენ ებრძოლათ მეფისათვის და რასაც იმ პერიოდისათვის ინგლისში მიიჩნევდნენ,როგორც საკმაოდ "სულმოკლე სულის" მქონე ადამიანების თვისება...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 840/თარიღი: 2013-04-25
"იაპონიის საიმპერატორო რეგალიებს" - წარმოადგენს: ბრინჯაოს სარკე "იატა-ნო გაკამი",ხმალი "კუსანაგი-ნო ცურუგი" და სამკაული,დამზადებული იასპის ძვირფასი ქვისაგან "იასაკანი-ნო მაგატამა".ისინი გამოხატავენ ერთგვარ სიმბოლოს: სიბრძნის,აყვავებისა და სიმამაცის.უძველესი შინტოისტური გადმოცემების თანახმად,აღნიშნული რეგალიები,იაპოიის მითოლოგიაში მზის ქალღმერთის და თითქმის ყველაზე წმინდა შინტოისტური ღვთაების - ამატერასუს მიერ,გადაცემულ იქნა საკუთარ შვილიშვილზე ნინიგი-ნო მიკოტოზე,რომელმაც თავის მხრივ იგი ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 953/თარიღი: 2013-04-25
"ტრელები" - წარმოადგენდა ტერმინს ვიკინგების ეპოქაში,რომელიც გამოიყენებოდა სკანდინავიურ საზოგადოებაში,ერთ-ერთი უმდაბლესი სოციალური სტატუსის მქონეთა აღსანიშნავად და ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ "მონებს".ისინი წარმოადგენდნენ უმდაბლეს სოციალურ ფენას და ამ სტატუსის მატარებელ ადამიანებს გამოიყენებდნენ სხვადასხვა მძიმე სამუშაოებისათვის და ხშირ შემთხვევებში ხორციელდებოდა მათზე "სექსუალური" ძალადობაც.ქალი მონები მოიხსენიებოდნენ,როგორც - ტირი ანუ ამბატი,რომლებიც ინტერპრეტაცია გახლდათ "ტრელებისა" და ისინი ...
|
ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 941/თარიღი: 2013-04-25
რომის იმპერატორმა 211-217 წლებში - სეპტიმიუს ბასიანუს კარაკალამ (188-217 წლები),რომელიც თავისი უხიაგი და საშინელი ხასიათით გამოირჩეოდა,მამის - ლუციუს სეპტიმიუს სევერუსის,გარდაცველების შემდგომ,საკუთარი ძმასთან - პუბლიუს სეპტიმიუს გეტასთან,დიდი კონფლიქტი შეექმნა,საიმპერატორო ტახტის ხელში ჩაგდებისათვის.ამ მიზეზის გამო კარაკალამ გადაწყვიტა მისი თავიდან ჩამოცილება.რის შემდგომაც ცბიერებით განთქმულმა კარაკალამ დედას სთხოვა,რომ საკუთარ ძმასთან შესარიგებლად შეხვედრა მოეწყო.მართლაც 211 წლის 26 დეკემბერს,ძმებს შორის დედის პირად ოთახში მასთან თანდასწრებით,შედგა კარაკალასა და გეტას შეხვედრა,რა დროსაც კარაკალას მიერ ვერაგულად მოკლულ იქნა გეტა და მან სიცოცხლე დედის მკლავებში დაასრულა.როდესაც მას უთხრეს,რომ გარდაცვლილ გეტას მოსახლეობა ღმერთად აღიარებას უპირებდა,მან მიუგო: "Sit Divus,modo non nivus",რაც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს: "იყოს ღმერთი,ოღონდ ცოცხალი ნუ იქნება". ამ მკვლელობით კარაკალამ სრულიად იგდო ხელში რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველობის სადავეები.მის სახელთან ასევე არის დაკავშირებული (პართიაში ლაშქრობისას),ქალაქ არბელაში (ერაყი) პართიელი მეფეების საფლავების გათხრა და მათი ნაშთების შებილწვა-მიმოფანტვა.საბოლოოდ კარაკალამ სიცოცხლე 217 წლის 8 აპრილს,შეთქმულების შედეგად ისე დაასრულა,რომ შთამომავლობა (შვილება) არ დარჩენია.ისტორიაში კი თავი დაიმკვიდრა,როგორც ერთ-ერთმა საშინელმა მმართველმა რომის იმპერიისა.
|
« 1 2 3 4 5 6 7 ... 9 10 » |