Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ლაჩრების გადასახადი
6:04 PM
ლაჩრების გადასახადი
ინგლისის მეფის ჰენრი I-ის,ზედსახელად "ბოკლერის",რაც "კარგად განათლებულს" აღნიშნავდა (1068-1135 წლები),დაწესებული იყო სპეციალური გადასახადი,რომლის ოფიციალური სახელწოდება გახლდათ "განთავისუფლება სამხედრო სამსახურისაგან".აღნიშნულ გადასახადს კი მოიხსენიებდნენ მეორე სახელწოდებითაც,როგორც - "ლაჩრების გადასახადი".ასეთი გადასახადი დაწესებული იყო იმ ადამიანების (მამაკაცების) მიმართ,რომლებიც უარს აცხადებდნენ ებრძოლათ მეფისათვის და რასაც იმ პერიოდისათვის ინგლისში მიიჩნევდნენ,როგორც საკმაოდ "სულმოკლე სულის" მქონე ადამიანების თვისებად და დიდ სირცხვილადაც მიიჩნეოდა.იგი შემოღებულ იქნა ჰენრი I-ის მეფობის ხანაში (1100-1135 წლებში) და თავდაპირველად არ იყო დიდი ფინანსური ჯარიმა,თუმცა მოგვიანებით,კერძოდ ინგლისის პლანტაგენეტთა დინასტიის მეფის - იოანე "უმიწაწყლოს",მმართველობის ხანაში (1199-1216 წლები),გადასახადი 300 %-ით გაიზარდა და რაც აღსანიშნავია,იგი დაუწესდა ყველა რაინდს,რომლებიც მას იხდიდნენ იმ შემთხვევაში თუ კი რომელიმე წელიწადს ინგლისს ომი არ ექნებოდა და შესაბამისად მათ ბრძოლა არ მოუწევდათ (ამ შემთხვევასი გადასახადს მხოლოდ რაინდები იხდიდნენ და არა უბრალო მოქალაქეები).როგორც ისტორიკოსები ვარაიდობენ,სწორედ ამ გადასახადმა სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა 1215 წელს ყველასათვის ცნობილი "თავისუფლების ქარტიის" შექმნასა და მიღებაში,რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა თანამედროვე "კონსტიტუციური სამართალი"."ლაჩრების გადასახადი" ინგლისში მოქმედებდა 300 წლის მანძილზე და შემდგომში შეცვლილ იქნა სხვა დასჯის მეთოდებით.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 831 | დაამატა: balu | ტეგები: lachrebis gadasaxadi, ლაჩრების გადასახადი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.