6:15 PM ინგლისური ენის შესახებ | |
"საერთაშორისო უნივერსალური ენის" ანუ "Lingua franca"-ს იდეა ახალი არ არის.ჯერ კიდევ 1887 წელს,გამოჩენილმა პოლონელმა-ებრაული წარმომავლობის ლინგვისტმა - ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა (1859-1917 წლები),შექმნა და შემოიღო ხელოვნურად შექმნილი ენა - "ესპერანტო",რომელიც ევროპული (ძირითადად რომანული ჯგუფის) ენების ბაზაზე შემუშავდა.იგი უკუდურესად მარტივი გრამატიკით გამოირჩეოდა,შესასწავლად იოლი და გამოსაყენებლად მოხერხებული იყო.მაგრამ ეს თვისებები საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის,რომ იგი მსოფლიო ენა გამხდარიყო.აშკარაა,რომ ხელოვნურად შექმნილი ენა ასეთ ფუნქციას ვერ შეასრულებს.ამ გვარად უნივერსალური ენის ფუნქცია ერთ-ერთ ცოცხალ სალაპარაკო ენას უნდა დაკისრებოდა.აღნიშნული ფუნქცია კი დაეკისრა ინგლისურ ენას,რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ იქნა გავრცელებული მსოფლიოს მასშტაბით.აღნიშნულ გარემოებას კი მეცნიერთა ვარაუდით,რამდენიმე გარემოებამ შეუწყო ხელი.უმთავრესი გარემოებები კი გახლავთ: 1. ეს გახლავთ იმ ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე,რომლის მოსახლეობაც ინგლისურად ლაპარაკობს.აქ,რა თქმა უნდა,პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები იგულისხმება,რომელიც ერთადერთი სუპერსახელმწიფოა,რომელსაც გადამწყვეტი როლი აკისრია მსოფლიო პოლიტიკის წარმართვაში,ხოლო მისი სამხედრო ძლიერება ბევრად აღემატება დანარჩენი დიდი სახელმწიფოების სამხედრო პოტენციალს; 2. უძლიერესი ეკონომიკა და აქ არსებული ტრანს-ნაციონალური კომპანიების მოქმედება გლობალურ მასშტაბში.მსოფლიოს 500 უმსხვილესი ტნკ-დან ნახევარი ინგლისურენოვან ქვეყნებშია ბაზირებული. 3. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუცია და სამეცნიერო კვლევების მარალი დონე.მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურა ძირითადად ინგლისურენოვანია.ყველაზე სერიოზული სამეცნიერო ჟურნალებიდან (სულ 6 000) 39% ამერიკაში გამოდის,19% - კი დიდ ბრიტანეთში,ხოლო ნიდერლანდურ (10%) და გერმანულ (7%) ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების დიდი უმრავლესობა ინგლისურენოვანია.აღსანიშნავია ისიც,რომ გერმანულ,ნიდერლანდულ და სხვა ენებზე დაბეჭდილი სტატიები ხშირად შეუმჩნეველია მანამდე,სანამ ინგლისურად არ ითარგმნება.დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში მეცნიერთათვის ინგლისური ენის ცოდნა უკვე აუცილებლობას წარმოადგენს,რადგან მის გარეშე რაიმე დიდი წარმატების მიღწევა ძალიან გართულებულია; 4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფართო გავრცელება.ძირითადად,სატელევიზიო და რადიოპროგრამები ყველაზე პოპულარული ჟურნალები და გაზეთები ინგლისურენოვანია; 5. რეკლამის გავრცელება.რეკლამის ბუმმა,სარეკლამო ბუკლეტებმა და ხარისხიან პროდუქციაზე წარწერებმა ძალიან შეუწყო ხელი ინგლისური ენის გავრცელებას.მსოფლიოს 30 უმსხვილესი სარეკლამო სააგენტოდან 27 ამერიკულია,ერთი - ინგლისური და მხოლოდ ორი იაპონური; 6. ფენომენალური გავლენა ინგლისური ენის გავრცელებაზე მოახდინა კინომ.30-იან წლებში მსოფლიოს 44 უმსხვილესი კინოსტუდიიდან 32 ამერიკული ან ინგლისური იყო.90-იან წლებში ამერიკა აკონტროლებდა მსოფლიო კინობაზრის 85 %-ს; 7. ინგლისური ენის აქტიურ გავრცელებას ხელი შეუწყო პოპ-მუსიკამ და მასკულატურამ.მსოფლიოს 557 ყველაზე პოპულარული პოპ-ჯგუფიდან 559 (99%) მთლიანად ან ზირითადად ინგლისურენოვანია.ხოლო ყველაზე პოპულარული მომღერლების 95% ინგლისურ ენაზე მღერის. 8. ალბათ,ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინგლისური ენის გავრცელებაზე მოახდინა ინტერნეტმა.უდავოა,რომ ინგლისური ენა ინტერნეტის ჭეშმარიტი "ლინგვიკა ფრანკაა". 9. ენის გავრცელებაზე უდიდეს როლს თამაშობს ადამიანური ფაქტორი.ამ ენებზე მოლაპარაკეთა წარმატებები და პოპულარობა.შორს წაგვიყვანდა ინგლისური მწერლების,მეცნიერების,ხელოვნების მოღვაწეების,პოლიტიკოსებისა და სპორტსმენების ჩამოთვლა. ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა გამო ინგლისური ენა დრესდღეობით დომინანტია საერთაშორისო ასპარეზზე და მისი დაუფლების მიმართ ინტერესი დღითი დღე მატულობს. | |
|