Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ისტორია

"დიაგიტა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 784/თარიღი: 2013-04-25

"დიაგიტა" - ინგლისურ ენაზე "Diaguita",წარმოადგენს გამქრალ ხალხს,ან ჯგუფს ხალხებისა,რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ ამერიკის სამხრეთ რეგიონებში.დიაგიტას ხალხის კულტურა ჰყვაოდა VIII-XV საუკუნეებში,თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე.კერძოდ კი სალტას,კატამარკას,ლა-რიოჰასა და ტუკუმანის პროვინციებში.გარდა ამისა,ჩილეში - ატაკამასა და კოკიმბოს პროვინციებში.როგორც ირკვევა დიაგიტას ხალხმა შეჰქმნა იმ პერიოდისათვის ერთგვარი კონფედერაცია,თუმცა თავად მათ შორისაც ხშირი იყო შეტაკებები."დიაგიტას კულტურა" ანდების მთების სხვა კულტურებისაგან განსხვავდებოდა ...


ბრაზილიის საიმპერატორო გვირგვინი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1004/თარიღი: 2013-04-24

"ბრაზილიის საიმპერატორო გვირგვინი" - წარმოადგენდა ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოს ბრაზილიის იმპერიისა (დაარსებულ იქნა 1822 წელს და იარსება 1889 წლამდე,ბრაზილიის რესპუბლიკად გამოცხადებამდე),ამ ქვეყნის ეროვნულ დროშასა და გერბთან ერთად.აღნიშნულ საიმპერატორო გვირგვინს,ასევე მოიხსენიებდნენ მეორე სახელწოდებითაც - "დონ პედრუ II-ის გვირგვინი",რადგან სწორედ ბრაზილიის რიგით მეორე და ამასთანავე უკანასკნელმა იმპერატორმა - პედრუ II (1825-1891 წლები),შეცვალა იმპერიის პირველი იმპერატორის - პედრუ I-ის საიმპე...


დროპის ქვები

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 821/თარიღი: 2013-04-24

1938 წელს,ჩინელი პროფესორისა და დოქტორის - ჩი პუ ტეის,ხელმძღვანელობით ჩატარებულ იქნა არქეოლოგიური ექსპედიცია,ჩინეთში მდებარე ბაიან-კარა-ულას მთებში და ამ ექსპედიციის შედეგად,აღნიშნული მთების გამოქვაბულებში აღმოჩენილ იქნა უნიკალური და საოცარი ისტორიული არტეფაქტები,რომელთაც შემდგომ მეცნიერებმა - "დროპის ქვები" უწოდეს.ისინი დღემდე დაუდგენელ ცივილიზაციის მიერ იქნა დამზადებული.გამოქვაბულის იატაკი,რომელიც დაფარული იყო ათასწლოვანი მტვრით,მოფენილი გახლდათ ასეულობით ქვის დისკებით,რომელთა დიამეტრი 9 დიუმს (ერთი დიუმი - 2,54 სანტიმეტრის ტოლია) ...


კორფის ციხე

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 780/თარიღი: 2013-04-23

"კორფის ციხე" - ინგლისურ ენაზე "Corfe Castle",წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ისტორიულ ძეგლს ინგლისის სამხრეთით.იგი მდებარეობს დორსეტის საგრაფოში,პურბეიკის ქედთან ახლოს.თავდაპირველად ამ ადგილას საქსონთა ფორტი იყო და ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად აქვე იქნა ვერაგულად და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული,ინგლისის ახალგაზრდა მეფე ედვარდი (963-978 წლები),რომელმაც საკუთარი დედის ხელებში დალია სული.მოგვიანებით იგი წმინდანად შეირაცხა და დღეს "ედვარდ წამებულად" მოიხსენიებენ.
...


საბერძნეთის შესახებ

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 937/თარიღი: 2013-04-23

უძველესი საბერძნეთის ცივილიზაციის შესახებ,მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ ის იმდენად დიდი ასაკის მქონე სახელმწიფოა,რომ დღემდე მსოფლიო ისტორიაში არსებული ყველა მმართველობის ფორმის გამოიყენება მოუწია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ საბერძნეთის ისტორიის მანძილზე,როგორც ერთიანი სახელმწიფო,როგორც დღეს არის ფაქტიურად არ ყოფილა და იგი შედგებოდა 1500-მდე ქალაქ-სახელმწიფოებით ან პოლისებით,რომელთაც გააჩნდათ თავიანთი კანონები და სამხედრო ძალები.აღნიშნულ 1500-მდე ქალაქ-სახელმწიფოებსა და პოლისებს შორის,ყველაზ...


ბახტრიონის ბრძოლა / baxtrionis brzola

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 3763/თარიღი: 2013-04-22

"ბახტრიონის ბრძოლა" - მოხდა 1659 წელს,ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ.აღნიშნული ისტორიული მოვლენა "კახეთის აჯანყების" ერთ-ერთი ყველაზე გმირული ეპიზოდია.აჯანყების მოტივი ცხადია,თუმცა ქართველი ხალხის რისხვის "პიკად" იქცა ქართველი სასულიერო პირის შეურაცყოფა,ირანელი დამპყობლების მხრიდან.აჯანყებას სათავეში ედგნენ,საქართველოს ისეთი "უკვდავი გმირები",როგორებიც იყვნენ: ზაალ არაგვის ერისთავი,მისი ვაჟი ზურაბი,ლაშა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი.კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა,ფშავლებმა და ხევსურებმა.ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ,
ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული.აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე,სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს,ღამით,მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი.ამ მოვლენებმა კი ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატების ბედი.ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა: თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის წინ მონაწილე ქართველ გმირებს."ბახტრიონის ბრძოლა" ერთ-ერთი ოქროს ფურცელია,საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და მას დიდმა ქართველმა "მთის არწივმა" ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა გენიალური პოემა "ბახტრიონი",რომელიც ქართული გმირული ეპოპეის სულადაც კი იქცა.


"კანოპა"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 847/თარიღი: 2013-04-22

"კანოპა" - ინგლისურ ენაზე "Canopic jiar",უძველესი ხანის ეგვიპტეში წარმოადგენდა სარიტუალო ჭურჭელს,რომელშიც ინახავდნენ იმ ადამიანთა შინაგან ორგანოებს,რომელთაც მუმიციფირება უტარდებოდათ.ძველი ეგვიპტელები გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების ამოღების შემდგომ,მათ რეცხავდნენ და და დებდნენ ბალზამში,რომელიც სპეციალურად ძველეგვიპტური ქალაქიდან - კანობიდან ჩამოჰქონდათ.ამის შემდგომ კი მათ "კანოპში" ალაგებდნენ.უძველესი "კანოპები" აღმოჩენილ იქნა ეგვიპტის ფარაონის სნეფრუს,დისა და მეუღლის - ჰეტეხერესის საფლავის გახსნისას.ყოველი მუმიის ორგ...


ბერლინის შესახებ...

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 951/თარიღი: 2013-04-22

"ბერლინი" - ინგლისურ ენაზე "Berlin",წარმოადგენს გერმანიის დედაქალაქს.გარდა ამისა იგი გახლავთ ქვეყნის ყველაზე მსხვილი და მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი.ევროპული მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობით იგი მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება,ხოლო სრული ფართობით ევროკავშირის ქვეყნებს შორის მეხუთე პოზიციას იკავებს.ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის ცენტრში 2011 წლის მონაცემებით 3 479 740 ადამიანი ცხოვრობს.ერთ კვადრატულ კილომეტრზე სიმჭიდროვე 3848 ადამიანს შეადგენს.ფართობი კი 891,85 კვადრატული ...


ჩინეთის დიდი კედლის შექმნის ისტორია

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1900/თარიღი: 2013-04-21

ჩინეთის დიდ კედელს ათასწლეულების განმავლობაში აგებდნენ ჩინელები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საზღვრების დასაცავად. მათ ერთი მიზანი ჰქონდათ: დაეცვათ ჩინეთის მიწები მონღოლური ტომების შემოჭრისაგან. ამ კედლის მშენებლობა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 217 წელს და დამთავრდა 208 წელს. ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ.                                                                                                                  



მეორე მსოფლიო ომი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1112/თარიღი: 2013-04-12

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში — 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.

მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის დარღვევის შემდეგ საბჭოთა კავშირი და იაპონიის პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები.

მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ბრძოლის ადგილი იყო: აზია, წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა და ჩრდილოეთ აფრიკა. საომარი შეტაკებები მიმდინარეობდა აგრეთვე ჩრდილოეთ ამერიკაში (არქტიკა) ალასკასა და გრენლანდიაზე, ახლო აღმოსავლეთში - ერაყსა და ირანში, აღმოსავლეთ აფრიკაში - ეთიოპიასა და სომალიში, აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში ( სურინამის დაპყრობა ), ტიბეტში (ტოლსტოი-დოლანის მისია) და ანტარქტიდაზეც კი (ოპერაცია ტაბარინი).

მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.


9 აპრილის ტრაგედია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 850/თარიღი: 2013-04-11

9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.


ქვის ხანა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 898/თარიღი: 2013-04-08

ქვის ხანა — კაცობრიობის განვითარების უძველესი კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან. თუმცა, აგრეთვე გამოიყენებოდა ხე და ძვალიც. ქვის ხანის ბოლოსთვის, გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ.

ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა) და ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.

ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე.[1]


« 1 2 ... 4 5 6 7 8 9 10 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.