10:40 PM ქვის ხანა | |
ქვის ხანა — კაცობრიობის განვითარების უძველესი კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან. თუმცა, აგრეთვე გამოიყენებოდა ხე და ძვალიც. ქვის ხანის ბოლოსთვის, გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ. ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა) და ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად. ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე.[1] | |
|