Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » საბერძნეთის შესახებ
8:07 PM
საბერძნეთის შესახებ
უძველესი საბერძნეთის ცივილიზაციის შესახებ,მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ ის იმდენად დიდი ასაკის მქონე სახელმწიფოა,რომ დღემდე მსოფლიო ისტორიაში არსებული ყველა მმართველობის ფორმის გამოიყენება მოუწია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ საბერძნეთის ისტორიის მანძილზე,როგორც ერთიანი სახელმწიფო,როგორც დღეს არის ფაქტიურად არ ყოფილა და იგი შედგებოდა 1500-მდე ქალაქ-სახელმწიფოებით ან პოლისებით,რომელთაც გააჩნდათ თავიანთი კანონები და სამხედრო ძალები.აღნიშნულ 1500-მდე ქალაქ-სახელმწიფოებსა და პოლისებს შორის,ყველაზე დიდი ქალაქ-სახელმწიფო გახლდათ ათენი.საბერძნეთის დედაქალაქი ათენი,როგორც მასიურად დასახლებული ქალაქი უკანასკნელი 7000 წლის მანძილზე,ევროპაში უძველესად მიიჩნევა.ყველასათვის ცნობილია,რომ საბერძნეთი ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მარმარილოს მოპოვებისა და წარმოების მხრივ.თანამედროვე სამყაროში საბერძნეთი,მსოფლიო მარმარილოს 7 %-ს აწარმოებს.ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი მდინარე,რომელიც შესაძლოა სანაოსნოდ იყოს გამოყენებული.ქვეყნის 80 % მთა-გორიანია.ქვეყანა შედგება 2000-მდე კუნძულით,რომელთაგანაც მხოლოდ 170-ია დასახლებული.საბერძნეთის ყველაზე დიდ კუნძულს კრიტი წარმოადგენს,რომლის ფართობი 8 260 კვადრატული კილომეტრია.ხოლო მოსახლეობა 623 666 ადამიანს შეადგენს.საბერძნეთის მოსახლეობის თითქმის 40 % დედაქალაქ ათენის მაცხოვრებელია.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მსოფლიოს მასშტაბით საბერძნეთში ყველაზე მეტი არქეოლოგიური მუზეუმი ფუნქციონირებს.ცნობილია ისიც,რომ ამ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანას,ყოველწლიურად საშუალოდ 16,5 მილიონი ტურისტი სტუმრობს,რაც ამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე საკმაოდ დიდი ციფრია (სულ საბერძნეთში 10 787 690 მაცხოვრებელია).
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 967 | დაამატა: balu | ტეგები: saberznetshi, საბერძნეთის შესახებ, saberznetis shesaxebi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.