11:26 PM ქრონიკული ტკივილის მექანიზმი გარკვეულია | |
ცნობილია, რომ ნერვული სისტემა იმახსოვრებს „ცუდ მომენტებს“. ამიტომ, როდესაც ორგანიზმი იღებს ახალ სენსორულ ინფორმაციას, წარსულში არსებული ტკივილს ორგანიზმი იხსენებს და ტკივლი იღებს უფრო მწვავე სახეს. ამიტომ უმნიშვნელო ტკივილიც უკვე აღიქმება მწვავედ. მაკგალის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ამ შემთხვევაში საუკეთესო მაგალითია ფანტომური ტკივილი, რომელიც აღმოცენდება ადამიანში კიდურების ამპუტაციის შემდეგ. სინამდვილეში, ნებისმიერი ტკივილი, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთზე მეტად ყოველთვის ტოვებს თავის კვალს ადამიანის მეხსიერებაზე. მასგავსი მეხსიერება მთავარ როლს თამაშობს ქრონიკული ტკივილის წარმოშობის მექანიზმში. მეცნიერებმა დაადგინეს თუ როგორ ხდება „ ცუდი მომენტების“ დამახსოვრება. აღმოჩნდა, რომ პროტეინკინაზა მნიშვნელოვანი ფაქტორია მეხსიერებისათვის. იგი აძლიერებს ნეირონებს შორის კავშირს. მტკივნეული შეგრძნებების შემდეგ პოტეინკინაზას შემცველობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაში თანდათანობით მატულობს. ექსპერიმენტის მეშვეობით დადგინდა, რომ ნეირონების დონზე პროტეინკინაზის აქტივობის დაქვეითება საშუალებას იძლევა გაუმკლავდეს ადამიანი ჰიპერმგრძნობელობას. მეცნიერების ამ აღმოჩენის საშუალებით კი შესაძლებელია იქნება მომავალში ქრონიკული ტკივილის მართვა. | |
|