3:26 PM მკერდის დაავადებები | |
გალაქტორეა მაშინ, როცა ნამშობიარევი ქალების სარძევე ჯირკვლიდან შეიძლება მცირე რაოდენობით სითხის გამოწველა, არანამშობიარევ ქალებში ასეთი მოვლენა ყოველთვის ატარებს პათოლოგიურ ხასიათს და მოითხოვს საგულდაგულო გამოკვლევას. რძის თვითნებურმა ჩადგომამ ყოველთვის უნდა მიიქციოს ყურადღება. როცა სეკრეტი რძისებური ან თეთრია, ვარაუდობენ რძის კომპონენტების არსებობას; მოყავისფრო ან მომწვანო სეკრეტი იშვიათად შეიცავს რძის ნორმალურ კომპონენტებს. სისხლიანი სეკრეტი მიანიშნებს პროცესის მალიგნიზაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროლაქტინის მაღალი დონე აუცილებელია რძის წარმოების ინიციაციისთვის, ხანგრძლივი გალაქტორეის დროს შეიძლება პროლაქტინის დონე დაუბრუნდეს ნორმას. გალაქტორეა არის ჰიპოთალამუსის გამოყოფაზე ნორმალური მაინჰიბირებელი მოქმედების დაქვეითების (სარკოიდოზი, კრანიოფარინგიომა, პი-ნეალომა, ენცეფალიტი, მენინგიტი, ჰიპოთალამუსის სიმსივნეები) ან პროლაქტინის ავტონომიური სინთეზის დარღვევის (ჰიპოფიზის ადენომა, ჰიპოთირეოზი) შედეგია. სამკურნალო საშუალებები (ფსიქოტროპული საშუალებები, მეტოკლოპრამიდი, მეთილდოპა, რეზერპინი, ღებინებისსაწინააღმდეგო საშუალებები) აგრეთვე შეიძლება გახდეს პროლაქტინის მომატებულ გამოყოფას. როცა მედიკამენტოზური მიზეზები და ჰიპოთირეოზი გამორიცხულია, ჰიპერპროლაქტინემია ეფუძნება ჰიპოფიზის სიმსივნეს. მკურნალობა მიმართულია პროლაქტინის მომატების მიზეზების მოცილებისკენ ჰიპოფიზის რეზექციის, ან მისი დათრგუნვის გზით, მედიკამენტების მოხსნის, ან ჰიპოთირეოზის ლიკვიდაციის გზით. ბრომოკრიპტინი თრგუნავს გალაქტორეას სისხლში პროლაქტინის ნორმალური მაჩვენებლის პირობებშიც. ნორმალური ლაქტაცია შეიძლება დაითრგუნოს ესტროგენების ან დიეთილ-სტილბესტროლის დანიშვნით, რომლებიც ამუხრუჭებენ რძის პროდუქციას სარძევე ჯირკვლის დონეზე. აგრეთვე ლაქტაციის დასათრგუნად გამოიყენება ბრომოკრიპტინი, რომელიც თრგუნავს პროლაქტინის სეკრეციას ჰიპოფიზის დონეზე. გინეკომასტია ქალებში სარძევე ჯირკვლების ზრდა განპირობებულია ესტროგენებით, ხოლო მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ზომაში მატება შეიძლება იყოს აქტიურ ანდროგენების ესტროგენებთან ნორმალური შეფარდების ან ესტროგენების მომატებული სეკრეციის შედეგია. მამაკაცების ½ გამოკვლევის დროს გინეკომასტიის მიზეზს ვერ აღმოუჩენენ. სავარაუდოა, რომ ასეთ მამაკაცებში ესტროგენების მატებას აქვს გარდამავალი ხასიათი, ან რჩება არაიდენტიფიცირებული, თუმცა ამ შემთხვევებში გინეკომასტიას არა აქვს ჯანმრთელობისთვის სერიოზული მნიშვნელობა. სხვა შემთხვევებში გინეკომასტია ვითარდება ენდოკრინული დარღვევების შედეგად, რომლებიც მოიცავენ ტესტოსტერონის პროდუქციის ნაკლებობას, ან მისი მოქმედების დეფიციტს, ესტროგენების დონის მატებას, ან სამკურნალო საშუალებების დიაგნოსტიკა: ანამნეზის დეტალური შეგროვება, პაცინეტის მხრიდან ნარკოტიკების ან რაიმე მედიუკამენტების მოხმარების შესახებ; სათესლეების გაზომვა და გამოკვლევა (თუ ორივე ზომაში შემცირებულია, აუცილებელია კარიოტიპის გამოკვლევა. თუ ასიმეტრიულია, სავარაუდოა, სათესლის სიმსივნე); ღვიძლის ფუნქციები; პლაზმაში ანდროსტენდიონის ან შარდში დღე-ღამური 17-კეტოსტეროდების ექსკრეციის, ესტრადიოლის კონცენტრაციის, მლჰ და ტესტოსტერონის დონის დადგენა. მომატებული მლჰ და დაბალი ტესტოსტერონი სახასიათოა ტესტიკულური უკმარისობისთვის. თუკი დაქვეითებული მლჰ-ს დონეც, დაავადების გამომწვევი ესტროგენების მაღალი დონეა. მლჰ და ტესტოსტერონის დონის ერთდროული მატების დროს ისმევა ანდროგენების მიმართ რეზისტენტობის, ან გონადიტროპინ-მასეკრეტირებელი სიმსივნის დიაგნოზი. როცა ჰიპერესტროგენიზაციის მიზეზი დადგენილი იქნება და მას მოხსნიან, გინეკომასტიის პრობლემა მალე გაივლის. ქირურგიული მკურნალობის ჩვენებები მოიცავს სერიოზულ ფსიქოლოგიურ და/ან კოსმეტიკურ პრობლემებს, რომლებიც გამოწვეულია ჯირკვლის ზომაში მატების ტენდენციითა და მალიგნიზაციაზე ეჭვის მიტანით. სარძევე ჯირკვლის კიბო ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. განსაკუთრებული რისკ-ჯგუფია ის ქალები, რომელთა დედასაც ჰქონდა სარძევე ჯირკვლის კიბო, რომელიც განვითარდა მენოპაუზის დადგომამდე; ქალები, რომელთა I რიგის ნათესავებში აღინიშნება სარძევე ჯირკვლის პოსტმენოპაუზაში განვითარებული კიბო; არანამშობიარევი 50 წელს გადაცილებული ქალები; ქალები, რომლებმა 30 წელს ზევით იმშობიარეს; სარძევე ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების მქონე ქალები; ქალები, რომლებიც იმყოფებოდნენ მაიონიზებელი რადიაციის ქვეშ და ჭარბი წონის მქონე ქალები. მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის კარცინომის რისკი მომატებულია მაფემინიზებელი მდგომარეობებისა (კლაინფელტერის სინდრომი) და სათესლეების ატროფიის დროს, ვირუსული ორქიტის ან ტრავმების გამო. სარძევე ჯირკვლის კიბო ხშირად მულტიცენტრულია (დაავადებულთა 13% აღმოაჩნდება მიკროსკოპული კერები მეორე სარძევე ჯირკვლაშიც). პირველადი სიმსივნის ზომას ადგენენ პალპაციითა და მამოგრაფიით. 2 სმ-ზე მცირე ზომის სიმსივნეს აქვს შედარებით კეთილსაიმედო პროგნოზი. მეორე პროგნოზულად მნიშვნელოვანი ფაქტორი არის – ესტროგენებისა (ER) და პროგესტერონის (PR) რეცეპტორების დონე, პოზიტიურობის ხარისხი პირდაპირპროპორციულია უჯრედების დიფერენცირების ხარისხისა და სისმსივნის რეაქციისა ჰორმონების მოხსნაზე. ნეოპლაზიების (ახალწარმონაქმნების) უმრავლესობას დაავადებულები აღმოაჩენენ ან შემთხვევით, ან თვითგამოკვლევის დროს. რეკომენდებულია მამოგრაფია ჩატარდეს ყველა ქალში 50 წელს ზევით და მაღალი რისკ-ჯგუფის 40-49 წლის ასაკის ქალებში. დაავადება, როგორც წესი, ვლინდება მკვრივი კონტურირებული წარმონაქმნის სახით. სიმსივნეების დიდი ნაწილი ატარებს კეთილთვისებიან ხასიათს, მაგრამ თუ სიმსივნური წარმონაქმნი დაკავშირებულია კანთან, ან კუნთებთან, აღინიშნება კანის ან დვრილის შეშუპება, დიაგნოზი მეტი ალბათობით სარძევე ჯირკვლის კიბოა. სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება ბიოფსია და იწყება მეტასტაზური დაზიანების ძიება. მეტასტაზები ძვალში ხასიათდება ტკივილით და მოტეხილობებით, მათ შორის ხერხემლის მალების კომპრესიითაც. ადგილობრივად მეტასტაზების დასხივება და ნარკოტიკები ახდენენ ტკივილის კუპირებას. | |
|