4:17 PM პათოლოგიური გამონადენი | |
დავიწყოთ იმით, რომ გამონადენის ხასიათის მიხედვით ვერ დაისმევა ზუსტი დიაგნოზი, აუცილებელია ნაცხის ანალიზი. ამიტომაც გამონადენის ხასიათის მიხედვით მხოლოდ შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომლის დადასტურება ან უარყოა უნდა მოხდეს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით. ყველაზე ხშირად გამონადენის მაჩვენებლებს ცვლიან სასქესო ორგანოების სპეციფიური ანთებით-ინფექციური დაავადებები. მათ შორის: ტრიქომონიაზი, კანდიდოზი, გონორეა, ქლამიდიოზი, ბაქტერიული ვაგინოზი და არასპეციფიური ანთებითი დაავადებები. ტრიქომონიაზი – ჭარბი გამონადენი, მოყვითალო ან მომწვანო ქაფისებრი უსიამოვნო სუნის გამონადენი, რომელსაც ახლავს ქავილი და/ან წვა, მტკივნეული შარდვა. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ნაცხის ანალიზი, ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია ან კულტივირების მეთოდი. კანდიდოზი (რძიანა) – სქელი გამონადენი, რომელიც მოყვითალო ხაჭოს მსგავსია. გამონადენის რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბია და თან ახლავს საშინელი ქავილის გრძნობა, სასქესო ორგანოების გაღიზიანება (სიწითლე, შეშუპება). დიაგნოზი – საშოს ნაცხის მიკროსკოპული ანალიზი, გამონადენის დათესვა. ბაქტერიული ვაგინოზი – გამონადენი წარბია, ფერი – მონაცრისფრო-თეთრი, აქვს უსიამოვნო სუნი (მყრალი თევზის სუნი) და სუსტად გამოხატული და პერიოდულად გამოვლენილი გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი. სიმპტომები ძლიერდება სქესობრივი აქტის შემდეგ. პროცესის ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში გამონადენი ხდება მოყვითალო-მწვანე, წებოვანი, სარკეებით გამოკვლევისას თანაბრად არის „მოდებული“ საშოს კედლებზე. დიაგნოზის დასასმელად ტარდება საშოს გამონადენის დათესვა. ქლამიდიოზი – გამონადენი ხშირად არ არის ჭარბი. სახასიათოა გამონადენის ყვითელი ფერი. ეს ნიშანი განსაკუთრებით ჩანს სარკეებით გამოკვლევის დროს, როცა გინეკოლოგი ხედავს, როგორ ჩამოდის გამონადენი საშვილოსნოს ყელიდან. ხშირად გამონადენს ახლსვ ტკივი;ი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული შარდვა, ბართოლინის ჯირკვლების გადიდება და მტკივნეულობა. დიაგნოზი დასტურდება კულტურალური კვლევითა და ცერვიკალური არხიდან აღებული გამონადენის ჯაჭვურ-პოლიმერაზული კვლევით. გონორეა – ზომიერი მოყვითალო-თეთრი გამონადენი, რომელსაც ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული შარდვა, ხშიარდ, მენსტრუალური სისხლდენა. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია გამონადენის მიკროსკოპია, ბაქტერიოლოგიური ნათესი და ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია. არასპეციფიური ვაგინიტი (კოლპოტი) – გამონადენი არის ძირითადი სიმპტომი. შეიძლება იყოს: თხევადი, წყლისებრი, ხანდახან სქელი, ჩირქიანი, ცუდი სუნის მქონე, ხშირად მირეუილი სისხლით. ხშირია ქავილი, წვა, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი და სიწითლე. დიაგნოზი დასტურდება საშოს ნაცხის მიკროსკოპული ანალიზით. | |
|