5:22 PM რა არ უნდა ვაკადროთ ცოლს.. ანუ ქართველი ქმრის ფსიქოლოგია | |
ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ქართველი კაცი თავის ცოლს არ აკადრებს: * სექსს, ან აკადრებს მხოლოდ საბნის ქვეშ ჩაბნელებულ ოთახში, გამრავლების მიზნით მხოლოდ აუცილებლეობის შემთხვევაში. * არ შეიძლება ცოლს შესთავაზო სექსუალური მრავალფეროვნება, სექსუალური ფანტაზიები, თუ ცოლმა სექსისგან მიიღო სიამოვნება, ამას ქართველი კაცი თავს არ აპატიებს, თუ შეძლო და აპატია, ამას საძმაკაცო არ აპატიებს, ვინაიდან ერთხმად და ერთსულოვნად ძმაკაცის ცოლს მეძავის ეტიკეტი გარანტირებული აქვს. “ცოლს პირში და ტრაკში არ ტ****ენ” - ქართული გამოთქმაა, რომელიც გამოთქმაზე მეტია და ქართველებისთვის ოქროს წესს წარმოადგენს. მიზეზი – ცოლს არ უნდა აკადრო პენისი, სპერმა, მერე რა რომ პენისის გარეშე გამრავლება შეუძებელია, მერე რა რომ სპერმა ბიოლოგიურად სტერილური გარემოა და მასში გაცილებით ნაკლები სიბინძურეა ვიდრე ადამიანის სხეულის ნებისმიერ სხვა ადგილზე ტუჩებზე, მერე რა რომ სექსი სიყვარულის გამოხატულებაა… სამაგიეროთ ცოლს უნდა ვაკადროთ: * ღალატი - ანუ ბოზებში სიარული. რატომ? – იმიტომ რომ ბოზებში სიარული ღალატი არ არის. აბა რა არის? მას სახელი არ აქვს, ეს უნიკალური და უნივერსალური მოვლენაა ბოზებში თვით გიორგი მეფე დადიოდა და თუ გიორგი მეფე ბოზებში დადიოდა ის მოღალატე იყო? რათქმაუნდა არა! * გინება – რატომ? – იმიტომ რომ ქართველი კაცი გინების გარეშე წარმოუდგენელია. გინება იმდენად მნიშვნელოვანი და ბუნებრივია ქართველი კაცისთვის, რომ მალე ბილწსიტყვაობას ცოდავათა ჩამონათვალიდანაც ამოიღებენ და აღსარების “ფურცელი” კიდევ უფრო შეუმსუბუქდება ქართველ კაცს. * ფიზიკური შეურაცხყოფა – ეს იმდენად მიახლოებულია გინებასთან რომ ცოლს არ ეწყინება ნასვამი (იდეალურ შემთხვევაში) ქმარი თუ გაულაწუნებს. * სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები – ეს როგორ უნდა აკადრო ცოლს? ძალიან მარტივად. მეძავებთან ყოფნისას ქართველი კაცი პრეზერვატივს არ იყენებს, რადგან მეძავს ვერ აკადრებს პრეზერვატივს უხერხულია მაინც, სამაგიეროდ წამოიღებს ქლამიდიას გონორეას, სიფილისს. ცოლმა უნდა იმკურნალოს შემდგომში, თუ არ იმკურნალებს ბავშვს ვერ გააჩენს და საბოლოოდ ესიც ცოლს დაბრალდება. ქართველმა კაცმა უკვე გადაწყვიტა რა უნდა აკადროს საკუთარ ცოლს და რა არა. ახლა ერთი საკითხი დარჩა გადასაწყვეტი, თავად უნდა იკადროს თუ არა ამ ყველაფერზე დაფიქრება, ამ ყველაფრის ანალიზი და გადაწყვეტილების ისე მიღება. ქართველმა კაცმა საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო, ის არ იკადრებს ამ საკითხის განხილვას, რადგან ქუჩაში მოისმინა, რომ “ცოლს პირში და ტრაკში არ ტყნ**ენ” ამ ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ეს სიბრძე თაობებს ფოლკლორით გადაეცემოდა, მერე რა რომ ბნელოდა, მერე რა, რომ ახლაც ბნელა, რა საჭიროა სინათლის ანთება, ან ნათელში გამოსვლა . რატომ? – იმიტომ რომ ქართველი კაცი ბნელში უკეთესად ხედავს. | |
|