11:53 AM რა უნდა ვიცოდეთ ალკოჰოლის შესახებ | |
სპირტიანი სასმელების ტიპები ძირითადად არსებობს სპირტიანი სასმელის ოთხი ტიპი: ლუდი და ტკბილი ლიქიორები, რომელიც შეიცავენ 3-იდან 6%-ამდე (ზოგჯერ უფრო მეტსაც) ალკოჰოლს. ღვინო,რომელიც შეიცავს 12-14 %-მდე ალკოჰოლს. სპირტზე დაყენებული ღვინო, რომელიც შეიცავს 18-20% ალკოჰოლს. არაყი, რომი, ვისკი-მაგარი სასმელები, რომლებიც შეიცავენ 40-50% ალკოჰოლს. ალკოჰოლი ორგანიზმში მოხვედრისას და მისი ზემოქმედება ორგანიზმში მოხვედრისას საკვებისგან განსხვავებით ალკოჰოლს არ სჭირდება მონელება. იგი შეიწოვება სისხლში რისი საშუალებითაც გადაეცემა მთელს ორგანიზმს და აფერხებს პროცესების აქტიურობას უჯრედებში. ალკოჰოლის ჭარბი ან ზომიერი, მაგრამ მუდმივი მოხმარებისას ირღვევა მხედველობის, ინფორმაციის აღქმის, საღად ზროვნების და საკუთარი თავის კონტროლის უნარები. ალკოჰოლის გამუდმებული და ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში მატულობს პრობლემების რიცხვი და სიტუაცია რთულდება. ზიანდება ნერვული სიტემა, შემჩნევა კუნთების მოდუნება, ჰალუცინაციები, მაღალი არტერიული წნევა, ვითარდება კორსაკოვის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ფსიქოზი, მეხსიერების მკვეთრი მოშლა, განსაკუთრებით ახლო წარსულის ფაქტების დავიწყება, ადამიანს არ ძალუძს გაიხენოს სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი რაიმე ფაქტი ან მოვლენა. Alcoholic Drinks ინსულტის ალბათობა მსმელებში სამჯერ მეტია, ასევე ხშირია გასტრიტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების და გულის უკმარისობის შემთხვევები. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი როლი ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების გაუვნებელყოფაში ღვიძლს უკავია და შესაბამისად ყველზე მეტადაც ზიანდება. შეიძლება ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანის ღვიძლს უამრავი საფრთხე დაემუქროს. მაგალითად ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, ღვიძლის ანთება ან ცეროზი. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ალკოჰოლიკების კიბოთი დაავადების რისკი მაქსიმუმამდეა აყვანილი. მდედრობითი სქესში ალკოჰოლიზმი იწვევს უშვილობას დ ხელს უწყობს ნაყოფის მოშლას. ორსული ქალის მიერ ალკოჰოლის ნებისმიერი დოზით მიღება გამოიწვევს ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს, რისთვისაც დამახასიათებლია მცირე წონის ბავშვის დაბადება, ფიზიკური და გონებრივი ზრდა-განვითარების ჩამორჩენა. ალკოჰოლიზმი ბავშვებში დამღუპველია. აღსანიშნავია, რომ პატარები ალკოჰოლის პირველ დოზებს საკუთარი მშობლების თვალწინ და მათი სურვილით იღებენ. მშობელთა 25% არ სჯის, არ უშლის და არ განიკითხავს შვილს ალკოჰოლთან მეგობრობის გამო, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ალკოჰოლიზმი განკურნებადია? რისთვის გვჭირდება ალკოჰოლი? სტრესის, მარტოობის, უსიამოვნებების და ბევრი უამრავი პრობლემის დასავიწყებლად. თუმცა იმ შედეგების აღმოფხვრა ბევრად უფრო დიდ უსიამოვნებად იქცევა ვიდრე ის ფაქტი, რის გამოც სასმელს მიეძალეთ. აკოჰოლიზმის განკურნების მრავალი ხერხი, თერაპია და მეთოდი არსებობს, თუმცა მისი ეფექტურობა ძალიან დაბალია. საზღვარგართ ერთ-ერთი აპრობირებული და ფართოდ გამოყენებული მეთოდი ე.წ. ანონიმ ალკოჰოლიკთა საზოგადოებებია, სადაც ანონიმურობა გარანტირებულია და მსგავი დაავადების მქონე ადამიანებთან ერთად, ფსიქოთერაპიით, ერთმანეთის ისტორიების გაზიარებით და ალკოჰოლიზმის მავნეობის გააზრებით ცდილობენ დაძლიონ სენი და გადავიდნენ ცხოვრების სხვა ეტაპტზე, სადაც ალკოჰოლის ადგილი არ არის | |
|