Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 3 » რატომ არ უნდათ ქალებს სექსი?
6:13 PM
რატომ არ უნდათ ქალებს სექსი?
ქალებში სექსის სურვილის არ ქონას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მათაგნი.

დაღლილობა – ქალის სექსუალობის დამაქვეითებელ ყველაზე მძლავრ ფაქტორად ითვლება დაღლილობა და უძილობა. მთელი დღე მომუშავე და მთელი კვირა უძილო ქალი ნაკლებად სავაუადოა, რომ კარგი სექსუალური პარტნიორი იქნება. დაღლილ ქალს უჭირს სექსუალურ ტალღაზე გადართვა – ის გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რა აქვს გასაკეთებელი პირველ რიგში და შემდეგ უკვე, ძილზე. ქალისა და მამაკაცის სექსუალობა განსხავებულია. კაცს შეუძლია, მომენტალურად აღიგზნოს და დაკავდეს სექსით, ქალს კი სჭირდება ფსიქოლოგიური ფაქტორი;
დიეტები – ქალებისთვის ცნობილი ფრაზაა, რომ დიეტების არჩევა უნდა მოხდეს ფრთხილად და ყურადღებით. გაუაზრებელი დიეტა იწვევს ჰორმონალური ბალანსის დარღვევას. ქალების დიდ ნაწილში ჭარბ წონასთან ბრძოლა გადაზრდილია საკუთარ ჯანმრთელობასთან ბრძოლაში, რაც თავის მხრივ აქვეითებს ქალის სექსუალობას მინიმუმამდე. მამაკაცს კი არ ესმის, რატომ არ უნდა მის ცოლს სექსი. ქალს კი ამ დროს ძალიან უჭირს, სექსუალური სურვილების ნაცვლად მისი გონება ჭამაზე ფიქრით არის დაკავებული;
პასიურობა – როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქალის სექსუალობოს განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიურია ქალი საწოლში. ეს აქტიურობა კი ხშირად იმის გამო ითრგუნება, რომ სექსში მეტად აქტიური კაცია. ასეთი სიტუაცია ოჯახში მაშინ ყალიბდება, როცა ქალი ცოლად ოცნების მამაკაცს მიჰყვება. სასიამოვნოა, როცა მამაკაცი ძლიერია და ქალს შეუძლია, მისი იმედი ყველაფერშ ჰქონდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის სწოლშიც მამაკაცმა აკეთოს ყველაფერი;
აერობიკის დეფიციტი - ქალისა და მამაკაცის სექსუალობის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის აუცილებელია სხეულის მოვლა. როცა ადამიანს სახლში გადაადგილ;ება უჭირს და ჭარბი წონის სმხვერპლია, სექსუალობა ქრება. როცა ქალს ფეხის ფეხზე გადადება უჭირს, ძნელი წარმოსადგენია, რომ სექსში წარმატება ექნება. ორგაზმის განცდა ქალებშ უკავშირდება ჯანმრთელი, ტონუსში მყოფი კუნთების ქონასთან. ფიზიკური აქტივობის არ ქონა ანადგურებს ქალის სხეულის მოქნილობასა და კუნთების ელასტიურობას, შესაბამისად ქალი კარგავს საკუთარის ხეულის ფლობის უნარს;
იშვიათი შეხვედრები - ქალებში სექსის სურვილის არ ქონის მიზეზებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტორია საყვარელ ადამიანთან კონტაქტის უკმარისობა. სამუშაო დღეებში შეხვედრას ხელს უშლის სამუშაო, საღამოს დარჩენილი 2-3 საათი კი საყოფაცხოვრებო საქმიანობას მიაქვს. დასავენების დღეებში მოდიან ახლობლები, მეგობრები და ა.შ. და დროს ერთმანეთისთვის კვლავ არ არის;
მამაკაცური გულმავიწყობა - ქალები ხშიარდ სთხოვენ მამაკაცებს რაღაცის გაკეთებას, შერულებას, დამახსოვრებას. ისინი კი გულმავიწყობის გამო ხშიარდ უცრუებენ ქალებს იმედებს. ქალებში ეს იწვევს გაღიზიანებას და ბრაზს. მათ უფუჭდებათ ურთიერთობა და ქალს არ უნდა სექსი;
უხეშობა – დღეს ქალების უმრავლესობა ვერ აიტანს მამაკაცის მხრიდან უხეშ მოპყრობას და საპასუხო რეაქცია ექნება, მაგრამ თუ ქალი გაიზარდა ტრადიციულ ოჯახში, სადაც დედა სულ ემორჩილებოდა მამას, ან გაიზარდა ღარიბ ოჯახში, ის იქნება მორჩილი ცოლი. მამაკაცს მიეცემა საშუალება იყოს უხეში და ცოლს მოექცეს „მამაკაცურად“. თუმცა ეს ანადგურებს ქალის ლიბიდოს და ამ მორჩილ ქალბატოს სულაც არ მოეწონება მბრძანებელ მამაკაცთან სექსი;
ცუდი გარეგნობა – ცნობილი ფაქტია, რომ ქალებს გულით უყვართ და არა თვალით, მაგრამ მათთვისაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა, როგორი გარეგნობა აქვს მამაკაცს. არ გამოიყურება ჭარბწონიანი, დივანზე გაგორებული, ლუდის სუნით გაჟღენთილი მამაკაცი და ქალს ვერ უსაყვედურებს, მასთან სექსის სურვილის უქონლობას;
ინფანტილობა - ინფანტულური, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარის არ მქონე და სხვებზე დამოკიდებული მამაკაცი სულაც არ არის სექსუალური ქალის გადასახედიდან. ქალისთვის მამაკაცი რომ სექსუალური იყოს, აუცილებელია ძალა, დამოუკიდებლობა და სერიოზულობა;
სიხარბე - ხარბი მამაკაცები იწვევენ ქალებში აღიზიანებას და ბევრ უარყოფით ემოციას. მამაკაცი, რომელიც თეთრებში უკონტროლებს ცოლს დანახარჯებს, ვერ იქნება მიმზიდველი და მასთან სექსის სურვილის ქონაც ძნელია. აქ საუბარია პათოლოგიური სიხარბესა და სიძუნწეზე.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 1256 | დაამატა: balu | ტეგები: cols ar unda seqsi, ratom ar undat qalebs seqsi, ცოლს არ უნდა სექსი?, რატომ არ უნდა სექსი ცოლს?, რატომ არ უნდა სექსი ქალებს?, სექსის სურვილის არ ქონა | რეიტინგი: 3.5/4
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.