Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 23 » სასიყვარულო ლექსი
10:50 PM
სასიყვარულო ლექსი
ღამის ჩამიჩუმი,ნაზი სიოს კოცნა,
ცაში ვარსკვლავი და მთვარის ჩუმი ბოდვა,
ფიქროს რომ გავურბივარ,ნეტავ არ მეკოცნა,
წამებს გავექცები? -ალბათ ვერა,ასეც მოხდა.

ცაში დაკარგული ფიქრთა დიდი კონა
ერთურთს არევია,გულში ქარებია,
გრძნობას მორევია,ქარებს აჰყოლია,
ბოლოს მოსულა და ჩუმად დამტყობია.

ლექსად დაწერილი ღამის ისტორია,
გულს რომ არ შორდება,ეს ის ფიქრებია,
ვნებად აღწერილი გულის რითმებია,
სპექტაკლში თავხედური გმირის სიტყვებია.

მთვარის უტიფრობით ძილსაც ჰღვიძებია,
მოუსვენრობისგან სული დალევია,
სენტიმენტალობის ფერით დახატული
ტილოს სურნელია,ჩვენ რომ აგვყოლია...
კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 1083 | დაამატა: balu | ტეგები: sasiyvarulo leqsi, სასიყვარულო ლექსი, sasiyvarulo leqsebi, სასიყვარულო ლექსები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.