Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 3 » სიყვარულის სამკუთხედის თეორია
6:08 PM
სიყვარულის სამკუთხედის თეორია
„გამოხატვის გარეშე უდიდესი სიყვარულიც კი შეიძლება მოკვდეს” – ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ ფსიქოლოგს რობერტ სტენბერგს, რომელმაც სიყვარულის სამკუთხედის თეორია შექმნა.

აღნიშნული თეორია მოიცავს და განიხილავს სიყვარულს სამი განსხვავებული კომპონენტით, რასაც წამყვან მნიშვნელობას ანიჭებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. ეს კომპონენტებია:

1) ინტიმურობა- გამოიხატება, ახლო ურთიერთობების სურვილით, ადამიანური დამოკიდებულებით (მიჯაჭვულობით).

2) ვნება – უბიძგებს ადამიანს რომანტიული, ფიზიკური, სექსუალური ურთიერთობისკენ.

3) ზრუნვა – ამაში მოიაზრება ორი ადამიანის სურვილი და ქცევა ერთმანეთის წარმატებებს შეუწყონ ხელი და ერთად იბრძოლონ სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე.

ამ კომპონენტების ნაზავი ქმნის სიყვარულს, ხოლო მათი „დოზები" სიყვარულის ძალას განსაზღვრავს.

ცხრილში მოცემულია თეორიის თანახმად არსებული სიყვარულის სახეები, რომელიც იქმნება სამი ძირითადი კომპონენტის არსებობა-არარსებობით.  მოწონება/მეგობრობა საქმე გვაქვს, გულწრფელ მოწონებასთან ეს, მეტია ვიდრე უბრალოდ მეგობრობა, ვითარდება გარგვეულწილად დამოკიდებულება მეორე ადამიანის მიმართ (მიჯაჭვულობა), არ არის ვნება. ურთიერთობა ძალიან თბილი და გულითადია, თუმცა ხანგრძლივი მომავალი იშვიათად აქვს.

გატაცება/ვნებიანი სიყვარული არის ცარიელი ვნება. ურთიერთობა ხშირად იწყება, „სიგიჟემდე" შეყვარებით და ყალიბდება ინტიმური და რომანტიული ურთიერთობა. ვნებას თუ არ დაერთო დანარჩენი ორი კომპონენტიდან რომელიმე (ორივე), ვნება შეიძლება მოულოდნელად გაქრეს და ამით სიყვარულიც სრულდება.

ცარიელი სიყვარული ხასიათდება ადამიანის ზრუნვით მეორეს მიმართ, ინტიმურობის და ვნების გარეშე. შეიძლება უფრო ძლიერი სიყვარული დავიდეს, ცარიელ სიყვარულამდე და პირიქით, შეიძლება ცარიელი სიყვარული გადაიზარდოს, სიყვარულის უფრო ძლიერ ფორმაში.

რომანტიული სიყვარული პარტნიორებს აქვთ ერთმანეთთან ინტიმური და სულიერად ახლო ურთიერთობა, ამის ფონზე აქვთ ვნებაც, კარგი სექსუალური პარტნიორები არიან. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება დასრულდეს ეს სიყვარულიც.

მეგობრული სიყვარული არის ინტიმური ურთიერთობა, სადაც არსებობს მტკიცე სულიერი სიახლოვე, რომელსაც თან ახლავს ორი ადამიანის ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობის და ზრუნვის განცდა. მეგობრულ სიყვარულს თან არ ახლავს ვნება, ეს ურთიერთობის ტიპი ძირითადად გვხვდება დაქორწინებულებში, აგრეთვე ძალიან ახლო მეგობრებში, რომელთაც ძლიერი მეგობრობა აკავშირებთ.

„უცნაური" სიყვარული - ძლიერი ვნების ფონზე არსებობს ზრუნვის განცდა პარტნიორის მიმართ, თუმცა არ არსებობს ინტიმური, სულიერი, მეგობრული ურთიერთობა, რომელიც საკმაოდ არასტაბილურს ქმნის მას.

სრულყოფილი სიყვარული - სრულყოფილი ფორმაა, წარმოდგენილია იდეალურ ურთიერთობაში. თეორიის მიხედვით სრულყოფილი სიყვარული დამახასიათებელია იდეალური წყვილებისთვის. სტენბერგის მიხედვით ასეთი ურთიერთობა სტაბილურია, ახასიათებს მეგობრული, ინტიმური სიახლოვე, სექსუალური ურთიერთობა იდეალურია და ხანგრძლივი (15-წელზე მეტი). ასეთ წყვილს არ შეუძლია ბედნიერად იგრძნონ თავი ერთმანეთის გარეშე. არიან კარგი მეგობრები, ზრუნავენ ერთმანეთზე და სიამოვნებას იღებენ პარტნიორის დახმარებით და ხელშეწყობით. თუმცა სტენბერგი აღნიშნავს, რომ სრულყოფილის სიყვარულის შენარჩუნება, უფრო რთული და საპასუხისმგებლოა, ვიდრე მისი მიღწევა. ის ასეთ გაფრთხილებას აძლევს ადამიანებს: „withouth expression… even the greatest of loves can die”, სრულყოფილი სიყვარული არ არის მუდმივი, თუ დროთა განმავლობაში დაიკარგა ვნება, ის შეიძლება ჩანაცვლდეს, მეგობრული სიყვარულით.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1062 | დაამატა: balu | ტეგები: ზრუნვა, რა არის მეგობრობა?, სიყვარულის ს, რომანტიკული სიყვარული, ვნებიანი სიყვარული, რომანტიული სიყვარული, ინტიმურობა, მეგობრობა, მეგობრული სიყვარული | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.