4:21 PM ცალმხრივი სიყვარული | |
უპასუხო სიყვარული, იგივე ცალმხრივი სიყვარული, მრავალი ადამიანისთვის არ არის უცხო გრძნობა სიყვარული ეს ფორმა რომელიმე კუთხით მაინც ეხება თითქმის ნებისმიერ ადამიანს, ზოგს როგორც ცალმხრივად შეყვარებულს, ზოგს კი როგორც უარმყოფელი, ანუ სხვისი სიყვარულის არ მიმღების როლი. ცალმხრივი სიყვარული მარტივად რომ განვმარტოთ არის – არარეციპროკული სიყვარული. ადამიანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ცალმხრივი სიყვარული სულ უსიყვარულობას ჯობია, ნაწილი კი თვლის, რომ ცალმხრივი სიყვარული ერთქერქიან პურს ჰგავს, რომელიც მალე ობდება. ცალმხრივ სიყვარულს შეიძლება ახასიათებდეს სხვადასხვა ფსიქოემოციური სიმპტომები: დეპრესია თვით შეფასების დაქვეითება შფოთვა გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილება (დეპრესია-ეიფორია-მანია) ეიფორია ცალმხრივი სიყვარულის დროს მნიშვნელოვანია უარმყოფის პოზიციაც, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ადამიანები, თუმცა ხშირად ეს მდგომარეობა დისტრესთან, დანაშაულის გრძნობასთან არის ასოცირებული. იმას, ვისაც უყვარს შეიძლება გამუდმებით ჰქონდეს იმედი, და კარგი განწყობა სიყვარულთან მიმართებაში, ხოლო უარმყოფელის პოზიცია ყოველთვის უარყოფით მდგომარეობაა. ხელოვნებაში, ლიერატურაში, სინემატოგრაფიაში გავრცელებულია ცალმხრივი სიყვარულის წარმოჩენა მაგ. „ტაქსის მძღოლი“, „ფორესტ გამპი“, „უპატიებელი“, „გეიშას დღიურები“, „კაზინო“ და კიდევ მრავალი ფილმი. ცალ მხრივ სიყვარულს ხშირად წინ უძღვის ან გეოგრაფიული სიახლოვე, ან პლატონური სიყვარული. მაგ ბავშვები ერთ სკოლაში დადიან და გამუდმებით ხედავენ ერთმანეთს, ან თანამშრომლები რომლებიც ყოველ დღე ხვდებიან ერთმანეთს, ასევე ხშირია მეგობრული სიყვარული, ზოგჯერ შეყვარებული უარყოფის შიშით ვერც კი ბედავს გაუმხილოს საყვარელ ადამიანს თავისი გრძნობები. და ეს მდგომარეობა შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი გაგრძელდეს. ცალმხრივი სიყვარულის დადებით მხარედ შეიძლება შეფასდეს ის, რომ მას როგორც წესი თან ახლავს სიყვარულთან ასოცირებული ეიფორიის გრძნობა, სამაგიეროდ არ მოითხოვს იმ პასუხისმგებლობებს და მოვალეობებს, რასაც ორმხრივი ურთიერთობები საჭიროებენ. | |
|