Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ცნობილი ადამიანები

რობერტ ნესტა მარლი (ბობ მარლი) - "ეპიზოდი"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 834/თარიღი: 2013-04-23

რობერტ ნესტა მარლი (1945-1981 წლები),იგივე ბობ მარლი,წარმოადგენდა მსოფლიოში გამოჩენილ იამაიკელ მუსიკოსს,ვოკალისტს,გიტარისტსა და კომპოზიტორს.დღევანდელ დღემდე იგი მიჩნეულია "რეგის" (იამაიკური მუსიკალური ჟანრი),საუკეთესო შემსრულებლად.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ამ მუსიკალური ჟანრის მსოფლიო პოპულარიზაცია.გარდა მუსიკოსობისა,ბობ მარლი პანაფრიკანიზმისა და რასტაფარიანული რელიგიური მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლადაც მიიჩნეოდა.ბავშვობაში სახელი თავის სოფელში ნაილნ-მაისში,იმით გაითქვა,რომ ადამიანებს ხელისგულების მეშვეობით,უწინასწარმეტყველებდა თავიანთი მომავალი ბედის შესახებ.როგორც მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან,ბობ მარლი კიდევ დიდხანს იცოცხლებდა,რომ არა მისი უარი ფეხის თითი ამპუტაციაზე.1977 წელს,მას ფეხის თითში,აღმოაჩნდა "მელამონა" (ავთვისებიან სიმსივნეთა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რიგი).მიუხედავად ექიმების დაჟინებული მოთხოვნისა,ბობ მარლიმ უარი განაცხადა თითის ამპუტაციაზე,რითაც ფაქტიურად თავის ადრეულ სიკვდილს დაუდო საღავე.აღნიშნული უარი კი გამოწვეული გახლდათ მისივე რელიგიური შეხედულებების გამო.მოგვიანებით დაავადებამ ფეხიდან მთელ ორგანიზმში გაიდგა ფესვები და საბოლოოდ იგი 1981 წლის 11 მაისს იმსხვერპლა კიდეც.მისი უკანასკნელი სიტყვები შვილის მიმართ იყო წარმოთქმული და იგი ასე ჟღერდა: "სიცოცხლეს ფულით ვერასოდეს იყიდი".


ცაი ლუნი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 1109/თარიღი: 2013-04-23

ცაი ლუნი დაიბადა 50 წელს ჩინეთის ქალაქ ლეიანში,ხენიანის ოლქ ხუნანის პროვინციაში.75 წელს იგი ჩინეთის იმპერატორის სასახლეში "საჭურისად" მოხვდა (როგორც ცნობილია ისტორიულად,ჩინეთის იმპერატორის კარზე "საჭურისები" პრაქტიკულად 2000 წლის განმავლობაში არსებობდნენ.მათ იყენებდნენ არა მარტო ჰარემებში სამუშაოდ,არამედ ჰქონდათ 


უილიამ ოტრედი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 816/თარიღი: 2013-04-23

ლოგარითმული სახაზავი - გამოგონებულ იქნა ინგლისელი მათემატიკოსის უილიამ ოტრედის (1575-1660 წლები) მიერ 1622 წელს.უილიამი სასულიერო პირის ვაჟი გახლდათ.თავდაპირველად სწავლობდა ითონში,ხოლო მოგვიანებით კემბრიჯის სამეფო კოლეჯში,სადაც სპეციალიზირებს გადიოდა მათემატიკის კუთხით.1595 წელს მან მიიღო პირველი 


ჯეკ სენტ კლერ კილბი

ავტორი: Luka1234/კომენტარები: 0/ნახვა: 871/თარიღი: 2013-04-23

ჯეკ სენტ-კლერ კილბი დაიბადა 1923 წლის 8 ნოემბერს,მისურის შტატის ქალაქ ჯეფერსონ-სიტიში (ამერიკა).იგი წარმოადგენდა დიდ ამერიკელ მეცნიერს,ფიზიკოსსა და გამომგონებელს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ინტეგრალური სქემის (მიკრო-სქემა,მიკრო-ჩიპის),ჯიბის კალკურატორისა და პრინტერის გამოგონება.2000 წელს კილბის 


დენის ტიტო - "პირველი ტურისტი კოსმოსში"

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 777/თარიღი: 2013-04-22

დენის ტიტო დაიბადა 1940 წლის 8 აგვისტოს ნიუ-იორკში.იგი წარმოადგენს,მსოფლიოში "პირველ ტურისტს კოსმოსში",რომელიც იტალიური წარმოამვლობის მქონე ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერია.2001 წელს,სწორედ დენის ტიტო გახლდათ ის პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი,რომელმაც ტურისტილი კოსმოსური მოგზაურობის ოცნება აისრულა.ამ გასაოცარ მოგზაურობაში კი დენისმა არც მეტი და არც ნაკლები 20 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა.მან დედამიწას სულ 128-ჯერ შემოუფრინა და თითოეული ასეთი შემოვლა 150 000 ამერიკული დოლარი უჯდებოდა.მიუხედავ...


ჯონათან უაილდი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 836/თარიღი: 2013-04-22

ჯონათან უაილდი დაიბადა,დაახლოებით 1682 ან 1683 წელს,ინგლისის ქალაქ ვულვერჰემპტონში,პარიკების დამამზადებლის ოჯახში.იგი წარმოადგენდა XVIII საუკუნის ინგლისის,ყველაზე ცნობილ ავანტურისტსა და დამნაშავეს,რომელმაც ჩამოაყალიბა გასაოცარი "თაღლითური სტრუქტურა".მისი პიროვნება იმდენად ცნობილი გახლდათ,რომ უაილდის შესახებ,რამდენიმე ავტორმა ნაწარმოებიც კი დაიწერა.მათ შორის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიჩნეულია,დიდი ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის - ჰენრი ფილდინგის მიერ 1743 წელს დაწერილი,პიკარესკული რომანი (რ...


ჯეიმზ ბოსუელი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 788/თარიღი: 2013-04-22

ჯეიმზ ბოსუელი დაიბადა 1740 წლის 29 ოქტომბერს,შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში,მოსამართლის ოჯახში,რომელიც მკაცრად იცავდა კალვინიზმის პრინციპებს (პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება).იგი წარმოადგენდა დიდ შოტლანდიელ მწერალსა და მემუარისტს,რომლის მიერ დაწერილი ორტომეული "სემუელ ჯონსონის ცხოვრება",დღემდე მიჩნეულია ინგლისურ ენაზე დაწერილ საუკეთესო ბიოგრაფიად.უმაღლესი განათლება ჯეიმზმა ედინბურგისა და გლაზგოს უნივერსიტეტებში მიიღო,სადაც მისი მასწავლებელი და ლექტორი გახლდათ,დიდი შოტლანდიელი ფილოსოფოსი და თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ...


დიმიტრი მენდელეევი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1462/თარიღი: 2013-04-22

დაბადების თარიღი 8 თებერვალი/27 იანვარი, 1834,
დაბადების ადგილი ტობოლსკი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი/20 იანვარი, 1907
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სამეცნიერო სფერო ქიმია

დიმიტრი მენდელეევი
(რუს. Дми́трий Ива́нович Менделе́ев; დ. 8 თებერვალი/27 იანვარი, 1834, ტობოლსკი — გ. 2 თებერვალი/20 იანვარი, 1907, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი ქიმიკოსი, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი. ცხრილის გვიანდელ ავტორთაგან განსხვავებით მენდელეევმა წინასწარ განჭვრიტა იმ დროისთვის ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ელემენტთა მნიშვნელობები.


ფერნანდო მაგელანი

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 2256/თარიღი: 2013-04-22

ფერნანდო მაგელანი, მაგალიაინში (პორტ. Fernão de Magalhães; ესპ. Fernando ან Hernando de Magallanes) (დ. დაახლოებით გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიშის ოლქი, პორტუგალია — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) — პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; სასიკვდილოდ დაიჭრა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მოლუკის კუნძულების დასავლეთით, და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე, რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.

1519 წლის 20 სექტემბერს, ხუთი ხომალდი: „ტრინიდადი", „სან-ანტონიოსი", „სანტიაგო", „კონსეფსიონი" და „ვიქტორია" სან-პახულიანოს უბეში შევიდნენ. სამი ხომალდის - „ვიქტორიას", „კონსეფსიონის" და „სან-ანტონიოსის" კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა" და „კონსეფსიონის" კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს" კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო" კლდეზე დაიმსხვრა, ერთი ხომალდი კი უკან გამოეპარა.

1520 წელს მეზღვაურებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანში გასასვლელი ვიწრო და დაკლაკნილი სრუტე, რომელსაც შემდგომში მაგელანის სრუტე ეწოდა.ექსპედიციამ შემოუარა სამხრეთ ამერიკას და გავიდა „უცნობ დიდ ზღვაში", რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდეს.1521 წელს ექსპედიციამ მარიანას და ფილიპინის კუნძულებს მიაღწია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაპირებთან მდებარე კუნძულ მაკ-ტანთან ფერნანდო მაგელანი შინა ომში ჩაება და დაიღუპა. ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელ-კანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამ მოგზაურობით დადგინდა დედამიწის სფერულობა, ერთიანი მსოფლიო ოკეანის არსებობა და ისიც, რომ დედამიწაზე ოკეანეებს უფრო მეტი ფართობი უკავიათ, ვიდრე ხმელეთს.
სრულად ნახვაში თქვენ იცილავთ მისი მოგზაურობის რუკას !!!


ადრიანა ლიმას პირადი ცხოვრება

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1401/თარიღი: 2013-04-21

ადრიანა ლიმას პირადი ცხოვრება:  სხვადასხვა პერიოდში ადრიანა ლიმა ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინცს ჰანს-ადამ ლიხტენშტაინ მეორეს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. პამელა ანდერსონის ყოფილმა ქმარმა ტომი ლიმ კი ფიცი დადო, რომ მანამ ადრიანა ლიმა მისი არ გახდებოდა, უარს აცხადებდა სხვა ქალებთან ურთიერთობაზე,თუმცა ადრიანა უარს აცხადებდა სექსზე ქორწინებამდე. ტომისთვის სამწუხაროდ, ადრიანამ მისი ფიცი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ არ აპირებს სკანდალურ პირებთან რამე სახის ურთიერთობის წამოწყებას. სხვათა შორის იყო მცდელობა, რომ ადრიანა ჩაერიათ სექს-სკანდალში. რამდენიმე წლის წინათ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ადრიანას მიმსგავსებული ქალბატონი და უცნობი მამაკაცი სექსით იყვნენ დაკავებული. ფირზე აღბეჭდილი ქალი ძალიან ჰგავდა ლიმას და ამასთან დაკავშირებით ტოპ-მოდელს ახსნა განმარტებების მიცემა დასჭირდა, რომ ეს ვიდეო მხოლოდ და მხოლოდ მისი დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული.

2009 წლის 14 თებერვალს ლიმამ საიდუმლო ვითარებაში ჯვარი დაიწერა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე. წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს და ახლა უკვე შვილიც ჰყავთ.ლიმას და მარკოს 2009 წლის 15 ნოემბერს შეეძინათ გოგონა ვალენტინა ლიმა იარიჩი, ხოლო 2012 წლის 12 სექტემბერს წყვილს მეორე გოგონა შეეძინა-სიენა ლიმა იარიჩი.


ადრიანა ლიმას კარიერა

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 1199/თარიღი: 2013-04-21

კარიერა: ადრიანა 13 წლის იყო, როდესაც ის და მისი მეგობარი ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შეამჩნია. მომავალი მოდელი საყიდლებზე იყო იქ. ადრიანამ სამოდელო სფეროში ქასთინგზე უარი არ განაცხადა და სულ მალე გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის" კონკურსის გამარჯვებული. ცოტა ხანში „ფორდის" ბრაზილიის ბიურომ მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იმავე წელს ადრიანამ მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში – „ფორდ სუპერმოდელი", რომელიც ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდებოდა. 18 წლის ასაკში ადრიანა ნიუ–იორკში მიიწვიეს, სადაც მან „ელიტ მოდელ მენეჯმენტთან" გააფორმა კონტრაქტი. ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის ყდაზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire" და „Vogue". იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „Christian Lacroix–ს", „Fendi–ის", „ Emanuel Ungaro–ს", „Giorgio Armani–ს", „Valentino–ს" და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, თაიმ-სქვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს". 2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess" და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria's Secret–თან" გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა.

2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი – თვალყურის დევნება",„BMW-ს" დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან – კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო „Victoria's Secret–ის" ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, ზურგზე მიმაგრებული ფრთებით და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა – მაშინ მსოფლიო პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია.


ადრიანა ლიმას ბიოგრაფია

ავტორი: balu/კომენტარები: 0/ნახვა: 944/თარიღი: 2013-04-21

ადრიანა ლიმა (პორტ. Adriana Lima; დ. 12 ივნისი, 1981) — ბრაზილიელი სუპერმოდელი. ამჟამად თანამშრომლობს Victoria's Secret-თან და რეკლამირებას უწევს მას, ლიმამ 13 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა, მან 2009 წლის 15 თებერვალს იქორწინა სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე.

აღსანიშნავია რომ ადრიანა მისი მშოუბლიური პორტოგალიური ენის გარდა, კიდევ საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად და ცოტას იტალიურად და ესპანურად.
ბიოგრაფია
ადრიანა ფრანჩესკა ლიმა 1981 წელს დაიბადა ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში. მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა და ლიმას აღზრდით მხოლოდ დედა იყო დაკავებული. მას შემდეგ ადრიანას მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, მხოლოდ 2007 წელს მოხერხდა მცირეხნიანი შეხვედრის ორგანიზება. თუმცა ადრიანამ არ ისურვა იმ ადამიანთან შერიგება, რომელმაც ის და დედა ყველაზე რთულ პერიოდში მიატოვა. ადრიანას აქვს ფრანგული და პორტუგალიური ფესვები, ასევე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელების და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი.


« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 16 17 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.