Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » ჯეიმზ ბოსუელი
9:09 PM
ჯეიმზ ბოსუელი
ჯეიმზ ბოსუელი დაიბადა 1740 წლის 29 ოქტომბერს,შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში,მოსამართლის ოჯახში,რომელიც მკაცრად იცავდა კალვინიზმის პრინციპებს (პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმართულება).იგი წარმოადგენდა დიდ შოტლანდიელ მწერალსა და მემუარისტს,რომლის მიერ დაწერილი ორტომეული "სემუელ ჯონსონის ცხოვრება",დღემდე მიჩნეულია ინგლისურ ენაზე დაწერილ საუკეთესო ბიოგრაფიად.უმაღლესი განათლება ჯეიმზმა ედინბურგისა და გლაზგოს უნივერსიტეტებში მიიღო,სადაც მისი მასწავლებელი და ლექტორი გახლდათ,დიდი შოტლანდიელი ფილოსოფოსი და თანამედროვე ეკონომიკური თეორიის ფუძემდებელი - ადამ სმიტი.მოგვიანებით ჯეიმზი პროტესტანტობას ტოვებს და იღებს კათოლიციზმს,რა დროსაც აღიკვეცა ბერად.გაიგო რა შვილის მიერ სარწმუნოების დოგმების ცვლილება ჯეიმზის მამამ,მან უარი განუცხადა შვილს სახლში დაბრუნებაზე.ყოველივე ამის შემდგომ იგი ლონდონში გაემგზავრა.იქვე დაუახლოვდა იმ პერიოდისათვის ისეთ ცნობილ ადამიანებს,როგორებიც გახლდნენ - დევიდ გარიკი,ოლივერ გოლდსმიტი,ედმუნდ ბიორკი,ჯოშუა რეინოლდსი და სემუელ ჯონსონი.მალევე კი მათ "კლუბშიც" ჩაირიცხა.ცნობილია ისიც,რომ მოგვიანებით ბოსუელი ედინბურგის დედობრივი მასონური ლოჟის - "კილვინინგის" წევრიც ხდება.1768 წელს იმოგზაურა ევროპაში,რა დროსაც საფრანგეთში მოინახულა გენიალური ფრანგი ფილოსოფოსი ვოლტერი და დიდი ფრანგი მწერალი ჟან-ჟაკ რუსო.ამ უკანასკნელის რეკომენდაციით კი გაემგზავრა კორსიკაზე,სადაც გაიცნო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი - პასკალ პაოლი.ამავე პერიოდს (1768 წელი) უკავშირდება მის მიერ დაწერილი ნაწარმოები "კორსიკის ანგარიში",რომელიც მალევე იქცა იმ პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო ბესცელერად.ჯეიმზ ბოსუელი გარდაიცვალა 1795 წლის 19 მაისს,ინგლისის დედაქალაქ ლონდონში.საუკუნეების გასვლის შემდგომ კი,კერძოდ 1920 წელს აღმოჩენილ იქნა ბოსუელის ახალგაზრდობის დროინდელი დღიურები,რომლებსაც იგი 1762-63 წლებში აწარმოებდა.მისი საჯაროდ გამოქვეყნება კი 1950 წელს მოხდა.მასში აღწერილი იყო ბოსუელის ლონდონში ცხოვრების "უწესო" დეტალები,რამაც მკითხველის დიდი კრიტიკა დაიმსახურა.მიუხედავად ამისა ჯეიმზ ბოსუელი დღემდე მიიჩნევა ინგლისურ ენაზე დაწერილი ბიოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ავტორად.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 548 | დაამატა: balu | ტეგები: ჯეიმზ ბოსუელი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.