5:35 PM ჯეკ სენტ კლერ კილბი | |
ჯეკ სენტ-კლერ კილბი დაიბადა 1923 წლის 8 ნოემბერს,მისურის შტატის ქალაქ ჯეფერსონ-სიტიში (ამერიკა).იგი წარმოადგენდა დიდ ამერიკელ მეცნიერს,ფიზიკოსსა და გამომგონებელს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ინტეგრალური სქემის (მიკრო-სქემა,მიკრო-ჩიპის),ჯიბის კალკურატორისა და პრინტერის გამოგონება.2000 წელს კილბის მიენიჭა "ნობელის პრემია" ფიზიკის დარგში,ინტეგრალური სქემის გამოგონებისათვის.სწავლა დაიწყო კანზასის შატის ქალაქ გრეინთ-ბენდის - Great Bend Higt School-ში,ხოლო სკოლის დასრულების შემდგომ ჩაირიცხა ილიონისის ცნობილ უნივერსიტეტში,სადაც გამოვლენილი ბრწყინვალე განათლებისათვის მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი1947 წელს კი იგი ხდება ვიკსონ-მილუოკის უნივერსიტეტის "მაგისტრი" და ამ დროს პარალელურად მუშაობდა მილუოკში მდებარე კომპანია Centrabal-ში.1958-1983 წლებში მუშაობდა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მდებარე,კომპანია - Texas instruments-ში და ამ პერიოდს ემთხვევა მისი პირველი გამოგონება "ინტეგრალური სქმის" იგივე ჩიპის.1978-1985 წლებში,კილბი - ტეხასის სოფლის მეურნეობისა და მანქანათმშენებლობის უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ.1967 წელს კი მან გამოიგონა "პრინტერი" და ამავე წელს ხდება - ამერიკის ეროვნული საინჟინრო აკადემიის სრულფასოვანი წევრი.ორ წელიწადში (1969 წელს) კი იგი დაჯილდორბულ იქნა ამერიკის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის მედალით.1993 წელს კი მიენიჭა მედალი - "პიონერი კომპიუტერული ტექნიკისათვის".ჯეკ სენტ-კლერ კილბი გარდაიცვალა 2005 წლის 20 ივნიის,ტეხასის ქალაქ დალასში.მისმა გამოგონებებმა კი უდიდესი როლი ითამაშა კომპიუტერული ტექნიკის განვითარება-დახვეწაში,რამაც კილბი ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ მეცნიერ-გამომგონებლად აქცია. | |
|