8:39 PM 10 საოცარი ფაქტი თქვენი ტვინის შესახებ | |
გეინტერესებთ როგორაა მოწყობილი ადამიანის ტვინი, გრძნობს თუ არა იგი ტკივილს, აქვს თუ არა მის ზომას მნიშვნელობა, მამაკაცი უფრო ჭკვიანია, თუ ქალი? ან/და იქნებ იმის გაგება გინდათ, თუ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რა ბედი ეწია აინშტაინის ტვინს, როგორ ვიმოგზაუროთ მისი მეშვეობით პარალელურ სამყაროში? – მაშინ, წარმოგიდგენთ 10 გასაოცარ ფაქტს თქვენი ტვინის შესახებ … #1 ტვინი ვერ გრძნობს ტკივილს ტვინში არ არსებობს ტკივილის რეცეფტორები. ამიტომ არის, რომ ქირურგებს პაციენტის დაძინების გარეშეც შეუძლიათ ტვინზე ოპერაციის ჩატარება. ეს მტკიცება, ერთი შეხედვით, შესაძლებელია მცდარადაც მოგვეჩვენოს – მაშინ რატომ ვგრძნობთ ტკივილს საერთოდ? – საქმე იმაშია, რომ ნოციცეფტორი, სენსორული რეცეფტორი, უგზავნის სიგნალს ზურგის ტვინს, რომელიც შემდეგ საშიშროების შესახებ გვიგზავნის შეტყობინებას. ასე, რომ პოპულარული გამოთქმა „ტვინი ნუ მატკინე" იმთავითვე სიცრუის შემცველი აღმოჩნდა. #2 ტვინში არსებობს 100,000 მილი სისხლძარღვი ტვინი ასევე ასი მილიარდი ნეირონისგან შედგება. ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელს გალაქტიკაში არსებული ნეირონთა რაოდენობა და ეს ყველაფერი მოქცეულია ქოქოსის ხელა მასაში. ტვინი ჩვენი მთლიანი სხეულისაგან დაახლოებით 17% ენერგიას და 20% ჟანგბადს იყენებს, მაშინ, როცა თვითონ სხეულის მასის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ასევე, ტვინი აწარმოებს 10-23 ვატ ენერგიას, როდესაც მუშაობის პროცესშია. ეს კი საკმარისია პატარა ნათურის გასანათებლად. 75% წყლისაგან შემდგარი თავის ბირთვს მოეპოვება 100 ტრილიონზე მეტი სინაპსი (ნევრული უჯრედების შეერთების ადგილი). ისინი ნეირონებს აკავშირებენ მეხსიერებასთან, რომელსაც მთლიანი Wikipedia-ს ან/და 1,000 ტერაბაიტი ინფორმაციის დატევა ძალუძს. #3 აინშტაინის ტვინი საგულდაგულოდ შეინახეს 1955 წელს, როდესაც ალბერტ აინშტაინი გარდაიცვალა, არა მარტო მისი გიჟური თეთრი თმები შეინახეს კლიტულში, არამედ ის მასაც, რომელსაც კაცობრიობა ბევრს უნდა უმადლოდეს. ამ ოპერაციას (ტვინის ამოღებას) ხელმძღვანელობდა დოქტორი თომას ჰარვი, რომელმაც დაახლოებით შვიდ საათიანი ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა. ამის შემდეგ აინშტაინის ტვინი სადღაც გაქრა, სანამ 1978 წელს დოქტორმა ჰარვი ჟურნალისტ სტივენ ლევისთან ინტერვიუში არ გამოტყდებოდა, რომ მას კვლავაც ჰქონდა ცნობილი მეცნიერის ტვინი. თომას ჰარვიმ ისიც აღნიშნა, რომ აინშტაინის ტვინი 240 ნაწილად იყო დანაწევრებული და ინახებოდა ორ ქილაში. #4 არსებობს განსხვავება მარჯვენა და მარცხენა ტვინებს შორის ტვინი გაყოფილია ორ სიმეტრიულ ნახევარსფეროდ. მარცხენა ტვინი განკუთვნილია უფრო რაციონალური, ანალიტიკური აზროვნებისათვის, მაშინ როცა მარჯვენა უფრო ვიზუალურ და კონცეფტუალურ აზრონებას ანიჭებს უპირატესობას. ისინი ასევე ოპოზიტურად მუშაობენ – მაშინ როდესაც თქვენ მარცხენა ფეხს იღრძობთ, ტკივილი მუშავდება მარჯვენა ტვინის მიერ. მას ასევე შესაძლებლობა აქვს უკუღმა აღქმული საგნები სწორად განალაგოს – წარმოიდგინეთ, სურათი თქვენს თვალებში მიღებულია უკუღმად, რომელსაც შემდეგ ტვინი ასწორებს. ახლა კი კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ინფორმაციის დროა – თუ თქვენ დაკარგავთ ტვინის რომელიმე ნაწილს, თქვენ შეგეძლებათ მაინც გადარჩეთ მის გარეშეც. თუმცა, ეს შეიძლება სულაც არ გამოიყურებოდეს შოკისმომგვრელად, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ზოგიერთ პოლიტიკოსს დავაკვირდებით :). #5 მაპატიეთ ქალბატონებო, მამაკაცის ტვინი 10%-ით უფრო დიდია და აჰა, მეგობრებო, კონკრეტული მტკიცება იმისა, რომ მამაკაცები უფრო ჭკვიანები არიან. მაგრამ ასევე უნდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალების ტვინი ზომაში პატარაა, მათ უფრო მეტი ნერვული უჯრედი და დაბოლოება აქვთ და მათი ტვინი მუშაობს უფრო აქტიურად, ვიდრე მამაკაცებისა. გარდა ამისა, ცნობილი სტერეორიპის გასამყარებლად, ქალი უფრო მეტად აზროვნებს ემოციური, მარცხენა ტვინის მეშვეობით, ხოლო მამაკაცი უფრო ლოგიკური მარჯვენა ტვინის ნახევარსფეროთი. #6 თქვენი ტვინი უფრო აქტიურად მუშაობს ძილის დროს ღამე ის დროა, როცა თქვენი ტვინი აქტიურად ამუშავებს ყველა თქვენს დღიურ აქტივობებს და სწორედ ამიტომ ვხედავთ სიზმრებსაც. ზოგ მეცნიერს სჯერა, რომ ეს ერთგვარი გზაა კომპლექსური ემოციებისა და ინტერაქტიულობის გადასამუშავებლად, ზუსტად ისე, როგორც კომპიუტერი აკეთებს ამას. ამასთან, ადამიანები, რომელთაც მაღალი IQ (Intelligence Quotient, გონებრივი განვითარების კოეფიციენტი) აქვთ, უფრო მეტად და დიდხანს ხედავენ სიზმრებს. შუა დღის განმავლობაში მოკლე ძილი კი ადამიანებს უფრო მეტ ენერგიასა და სამუშოზე კონცენტრაციას უმატებს. აუცილებლად უთხარით ეს თქვენს უფროსს :). #7 „Inception" რეალობაა ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ფილმი „Iception" (დასაწყისი), სადაც მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. ფილმში მთავარი გმირები იძინებენ და ამ გზით გადადიან სხვა სამყაროში, რომლის კონტროლიც შეუძლიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სულაც არ არის ფანტასტიკა. კრისტოფერ ნოლანის ეს ფილმი აგებულია ე.წ. გააზრებულ სიზმარზე (Lucid Dreaming). ეს ისეთი სიზმარია, რომელშიც ადამიანს გააზრებული აქვს, რომ იგი სიზმარშია სიზმრის მსვლელობის პროცესშივე (ბევრი ტავტოლოგია გამომივიდა, მაგრამ ასე უფრო მარტივი გასაგებია). ასეთ სიზმარში შესაძლებელია სიზმრის ხასიათისა და მსვლელობის კონტროლი და ამასთან, არის ძალზედ მკაფიო და ნათელი. გააზრებული სიზმარი ჯერ კიდევ ძველი ტიბეტელი ბუდისტებისგან იღებს სათავეს და მისი მეშვეობით სავსებით შესაძლებელია საკუთარი, პარალელური სამყაროს შექმნა. დღეისათვის საკმაოდ ბევრი ონლაინ რესურსი არსებობს გააზრებული სიზმრის შესასწავლად. მისი შესწავლით კი უამრავ პოტენციალს შეიძენთ – მაგალითად შეძლებთ მართოთ კოშმარები, ან ბოლოსდაბოლოს, დაკავდეთ სექსით ანჯელინა ჯოლისთან ^-^. #8 რატომ ვიცინით არ ვიცით ნამდვილი სიცილი არის აბსოლუტურად უნებლიე და მხოლოდ ჰუმანოიდები არიან ამ ნიჭით დაჯილდოებულები (აფთარის კისკისიც კი არ არის ნამდვილი სიცილი). ადამიანები სიცილს დაახლოებით 4 თვის ასაკიდან იწყებენ. ნამდვილი სიცილი ასევე გადამდები და ძნელად გასაყალბებელია. მაგრამ რა არის მიზეზი ჩვენი სიცილისა? – გასაგებია, რომ რაიმე სასაცილო ისტორია ან ანეგდოტი გვაცინებს, მაგრამ რატომ? – სიცილსა და იუმორის ცალკე მეცნიერული ხაზიც კი აქვს შექმნილი (გელოტოლოგია), მაგრამ პასუხი დანამდვილებით მაინც არ ვიცით. #9 აქვს თუ არა მნიშვნელობა ტვინის ზომას აი, კიდევ ერთი თემაა, რომელზეც მეცნიერები ვერ შეთანხმებულან. ერთი მხრივ დამტკიცებულია, რომ ალბერტ აინშტაინის ტვინი იწონიდა 1,230 გრამს, მაშინ, როდესაც საშუალოდ ადამიანის ტვინი 1,400-ს იწონის. თუმცა, სხვა კვლევა აჩვენებს, რომ რაც უფრო დიდი აქვს ადამიანს იგი, მით მეტი ნეუროგლიალური უჯრედები აქვს მას და ამიტომ, მით უფრო ჭკვიანია. ასევე, დამტკიცებულია, რომ წაწვეტებულ თავიანებს ნაკლები პოტენციალი აქვთ ჭკვიანობისთვის. #10 უმაღლესი IQ (210) აქვს კიმ იუნგ-იონგს დაიბადა რა 1972 წლის 8 მარტს, კიმ იუნგ-იონგს რვა თვის ასაკში უკვე ესმოდა ალგებრა. 2 წლის ასაკში კიმმა ოთხი ენა იცოდა სრულყოფილად. მან ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო უნივერსიტეტში დასწრება და დაამთავრა 15 წლის ასაკში. მაგრამ იუნგ-იონგი არა მარტო ჭკუისკოლოფაა, ასევე იგი დაჯილდოებულია პოეზიისა და მხვატვრობის ნიჭითაც. დღესდღეისობით კიმი სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და მას ჯერ კიდევ აქვს შანსი გააკეთოს ისეთი რაღაცეები, რაც მას ცხოვრებაში არ გაუკეთებია… მაგალითად იქონიოს ბავშვობა. | |
|