Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 6 » 10 საუკეთესო უნარი ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად
8:38 PM
10 საუკეთესო უნარი ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად
ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის მიხედვით, მამაკაცებს „ქარის ესმით, მაგრამ ქალებს ვერ გაუგეს ვერაფერი". დღეს კი ის დროა, როცა ქარის მოსმენას თავს დავანებებთ და ქალებს მივხედავთ. და თუ არსებობს თქვენს ცხოვრებაში ჰუმანოიდი, რომლის მოხიბვლა მომაკვდინებლად ძლიერ გინდათ და არაფერი არ გამოგდით, მაშინ წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო რჩევას, რომელიც ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ



#10 უცხო ენების ფლობა


სიძნელე: 8/10

ეს უნარი ჩვენი სიიდან აშკარად ყველაზე ძნელი ასათვისებელია. უცხო ენის ფლობა არა მარტო განათლებულობაზე და შრომისუნარიანობაზე (ასათვისებლად საჭირო) მიუთითებს, არამედ ფარული რომანტიზმიც გამომხატველიცაა. მეგობარი ქალი, რომელიც თქვენი ლინგვისტური ნიჭის შესახებ გაიგებს, მყისვე წარმოიდგენს თავს რომელიმე უცხო ქვეყანაში მოსეირნეს თქვენთან ერთად, არანაირი ენობრივი ბარიერის გარეშე.


#9 მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა


სიძნელე: 7/10

მუსიკალური ნიჭი მართლაც შთამბეჭდავი ხერხია გოგოს მოსახიბლად. მუსიკის მეშვეობით უფრო რომანტიულად და იდუმალი კუთხით წარმოაჩენთ თავს. თუ თქვენ უკვე ფლობთ ამ ნიჭს, არასოდეს არ უთხრათ თქვენი გულის სწორს მის შესახებ. მოდი, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ თქვენი ეს უნარი სასიამოვნო გაკვირვებად აისახოს მასში.

საბედნიეროდ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა თანამედროვე მსოფლიოში სულაც არ წარმოადგენს სირთულეს. ეწვიეთ YouTube-ს და თქვენ უამრავ ვიდეო გაკვეთილს იხილავთ ამ უნარის ასათვისებლად.


#8 ავტომობილის შეკეთება


სიძნელე: 6/10

პირველ ყოვლისა ვთქვათ ის, რომ ქალის მოსახიბლად აუცილებელი არაა მთლიანად ავტომობილის დაშლა-აწყობა ვიცოდეთ, მაგრამ აი აუცილებელი უნარ-ჩვევები ავტომობილისათვის პირველადი დახმარების ჩასატარებლად სასურველია (ალბათ აუცილებელიც კია) იცოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოიდგინეთ, გზაზე თქვენი ოთხბორბლიანი მეგობარი მოულოდნელად მოძრაობას წყვეტს, თქვენ გადმოდიხართ, კაპოტს ახდით და გაკვირვებული სახით იყურებით აქეთ-იქეთ. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რომ ამ მდგომარეობაში გხედავთ Chevrollet Camaro-თი გზაზე მიმავალი მეგან ფოქსი, წინ აჩერებს ავტომობილს, თავგზას გიბნევთ მისი სექსუალობით, მოდის თქვენთან, ჩახედავს კაპოტის ქვეშ და ამბობს: „თერმოსტატმა გაჭედა, რის გამოც ძრავი ვეღარ გრილდება ძმა".


#7 ცეკვა



სიძნელე: 4/10

ურთიერთობის საწყის ეტაპზე ცეკვა ისეთი რამაა, რაც წყვილის სხეულებს ყველაზე მეტად დაახლოებს ერთმანეთთან. ამის შემდეგ კი ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება. თუმცა, აქ საჭიროა აღვნიშნოთ ერთი „მაგრამ" – ნუ ეცდებით ცეკვას თუ ეს არ შეგიძლიათ და ნასვამ მდგომარეობაშიც მაქსიმალურად შეიკავეთ თავი. წინაამდეგ შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ გარშემომყოფებისთვის სასაცილო, ხოლო მოხიბვლის ობიექტისათვის კი მომაბეზრებელი აღმოჩნდებით.


#6 კერძების მომზადება


სიძნელე: 3/10

ახლა ზოგმა შეიძლება იფიქროს მზარეულობაღა მაკლიაო, მაგრამ უმჯობესია თავიდან ამოიგდოთ ეს უაზრო სტერეოტიპები. თეორია, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს უფრო უკეთ შეუძლიათ კერძის მომზადება სულაც არ არის აზრს მოკლებული. ქალისთვის კი ასეთი უნარის მქონე მამაკაცი ყოვეთვის სასიამოვნო გაკვირვებისა და დაუვიწყებლად მოხიბვლის სფეროა. თუ როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ქართული რეცეფტები, გაიგებთ ამ ლინკზე.


#5 ათლეტურობა


სიძნელე: 6/10

რამდენადაც ქალს თქვენში ემოციური, ინტელექტუალური და მგრძნობიარე მხარე იზიდავს, ამდენადვე იზიდავს მამაკაცის ძლიერი აღნაგობაც. გარდა ამისა, იყო სპორტით დაკავებული ნიშნავს მეტ ენერგიას, მეტ სიცოცხლისუნარიანობასა და ჯანმრთელობას.


#4 სახლის სამუშაოები


სიძნელე: 4/10

მნიშვნელობა, რასაც მამაკაცს აკავშირებს ავტომობილთან, იდენტურია იმ მნიშვნელობისა, რასაც ქალი განიცდის სახლთან მიმართებაში. ხოლო ისეთი უნარები როგორიცაა გაფუჭებული ონკანის შეკეთება, სარესტავრაციო სამუშაოები, შპალიერის გაკვრა და სხვა აქტივობები ქალის ცნობიერებაში ძლიერ აღტაცებას გამოიწვევენ.


#3 საწოლი ოთახის უნარ-ჩვევები


სიძნელე: 6/10

ამ უნარისათვის ამხელა მნიშვნელობის მინიჭებისათვის შესაძლოა მომდევნო დღეს ჯვარზეც მაცვან და ისიც მართალია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალის მოსახიბლად არ გამოგადგება ეს (ალბათ, უფრო პირიქით ხდება), მაგრამ ახლა ხომ ზაფხულია, ვისვენებთ. აი, ვინც დასასვენებლად უცხო ქვეყანაში მიეშურება, აუცილებელია იცოდეს, რომ იქაური სუსტი სქესის წარმომადგენლები ამ უნარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.


#2 თავის მოვლა და სტილი


სიძნელე: 2/10

ყველა მამაკაცს საკუთარი სტილი აქვს, მაგრამ ის ფაქტიც აღნიშვნის ღირსია, რომ მოუვლელობიდან გოიმობამდე არც ისე დიდი მანძილია გასავლელი. თავის მოვლაში არაფერია ისეთი გადაულახავი სიძნელე. უბრალოდ, კარგია და უფრო მეტიც, აუცილებელიც კია, რომ მამაკაცმაც დაუთმოს ცოტაოდენი დრო საკუთარ თავს. ამასთან, მოვლილი მამაკაცი ძლიერი სტილით ნამდვილი შარმის მატარებელიცაა.


#1 საუბარი


სიძნელე: 6/10

ვისაც ოდესმე გოგოს მოხიბვლა, შთაბეჭდილების მოხდენა უცდია, ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ამ უნარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მეტიც, გადამწყვეტიცაა, რადგან აბსოლუტურად ყველა ურთიერთობა იწყება უბრალო საუბრით. აი, ჩვენს მიერ აქამდე ნახსენები უნარების გამოვლინების საშუალება კი მხოლოდ წარმატებული საუბრის შემდეგ გვაქვს. ყურადღებით მოისმინეთ თქვენი მოხიბვლის ობიექტის აზრები, იყავით გულისხმიერები, დაიცავით ბალანსი დამაჯერებლობასა და ემპათიურობას შორის, გამოხატეთ თქვენი თავი ადეკვატურად, ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 823 | დაამატა: balu | ტეგები: 10 საუკეთესო უნარი ქალზე შთაბეჭდილე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.