3:37 PM 500 ცხენის ძალიანი პორშე 911 | |
ახლახანს გავრცელდა სუპერქარ პორშე 911 ჯთ3 რს–ის სპეციალური მოდიფიკაციის პირველი ოფიციალური ფოტოსურათები. წინასწარი ინფორმაციით, ამ ავტომობილის სერიულ წარმოებაში ჩაშვება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, ხოლო პირველ ეგზემპლარებს მისი მფლობელები უკვე ივლისში მიიღებენ. ახალი ავტომობილი მიიღებს ატმოსფერულ ექვსცილინდრიან ძრავს, რომლის მოცულობა 3,8–დან 4,0 ლიტრამდე გაიზრდება, ხოლო სიმძლავრე 450–დან 500 ცხენისძალამდე. ახალი ძრავი მხოლოდ ექვსსაფეხურიანი სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის და რობოტიზებული ტრანსმისიის დახმარებით იმუშავებს. ავტომობილის დინამიური მახასიათებლები ჯეჯერობით უცნობია, თუმცა სტანდარტულ პორშე 911 ჯთ3 რს–ს ნოლიდან საათში 100 კილომეტრამდე სიჩქარის განსავითარებლად 4 წამი სჭირდება, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 314 კილომეტრს აღწევს. გარდა უფრო მძლავრი ძრავისა, მანქანა ასევე მიიღებს ძარის ახალ აეროდინამიურ ელემენტებს, ძრავისა და საბარგულის განყოფილებების კარბონულ სახურავებს, მოდერნიზებულ საკიდარს, ორ ფერში გაფორმებულ ინტერიერს ჯთ2 რს–ს სტილში უსაფრთხოების ჩარჩოს და სპორტულ სავარძლებს სალონში. სავარაუდოდ სულ 500 ეგზემპლარი იქნება გამოშვებული, ხოლო ევროპის ბაზარზე ავტომობილის ფასი 150 ათასი ევროდან დაიწყება გადასახადების გაუთვალისწინებლად. | |
|