5:53 PM 5 გზა: როგორ შევაჩეროთ შიმშილი | |
როცა დიეტოლოგებს ეკითხებიან, შიმშილის გრძნობა როგორ გავიქროთო, ისინი, როგორც წესი, სრულიად სერიოზულად პასუხობენ, რომ კარგი დიეტის დროს საერთოდ არ უნდა გშიოდეს. აი, მე მაქვს კარგი დიეტა, რომელიც იმდენად სავსეა, რომ ხანდახან მაეჭვებს, მაგრამ მაინც მშია ხოლმე. იმიტომ, რომ ყოველთვის ვერ ვჭამ იმ დროს და იმდენს, როცა და რამდენსაც უნდა ვჭამდე. საღამოს და ღამე კი საშინლად მშია (იგულისხმეთ: 9დან დილის ხუთამდე) და საკუთარ ნებისყოფას ვცდი family guy-ს ფონზე. მერე კი, როცა ყურება მბეზრდება, სასწრაფოდ ვიძინებ, რომ სპილო არ შემომეჭამოს. ამიტომაც აქტიურად ვეძებ შიმშილის დაკმაყოფილების გზებს და რამდენიმეს მივაგენი, კიდეც: 1. პიტნის ჩაი პიტნის კამფეტიც შეიძლებოდა, მაგრამ კანფეტი შაქარს შეიცავს. პიტნის ჩაი კი სავსებით უსაფრთხოა წონისთვის. ცნობილი დიეტური ბლოგები პიტნის ჩაის დალევას ჭამის შემდეგ გვირჩევენ, რათა ჭამის შემდგომი ,,სუსნაობა” ავირიდოთ თავიდან. პიტნა ბუნებრივი მადის ჩამხშობია. 2. ადექი და წადი ეს უფრო იმ სიტუაციას ერგება, როცა სუფრასთან ახლოს ხარ და შიმშილს ებრძვი. თავის შეკავება ძალიან რთულია, როცა გემრიელობები ცხვირწინ გიდევს. ამიტომაც, ისეთ თავის მართლებებს, როგორებიცაა: ,,დიეტაზე ვარ” და ,,არა, გმადლობთ, არ მშია”, სჯობს უბრალოდ ადგე და საკვებს გაეცალო. ის არ გამოგეკიდება. 3. გაიხეხე კბილები კბილების გახეხვა არის სიგნალი, რომ ფართი დასრულებულია და მეტი საჭმელი აღარ იქნება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, შიმშილიც მაშინვე იკლებს, როგორც კი კბილების გახეხვას დაასრულებთ. ან შეიძლება ესეც პიტნის არომატის ბრალია. 4. დალიე წყალი მე დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ. პატარა ბოთლით დავდივარ და სწრაფ-სწრაფად ვცლი. ძალიან კარგი საშუალებაა მზერითი კონტაქტის ასარიდებლად და ხელების დასაკავებლად, კანზე და გახდომაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არადა, ადრე დღეში 2 ჭიქაზე მეტ წყალს არ ვსვამდი ხოლმე. ხოდა, ადრე გაცილებით მძაფრადაც მშიოდა. 5. შეჭამე სალათი ძალიან სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ თეფშზე რომ სალათის დიდი ულუფა გიდევს, მთლიანად შეგიძლია შეჭამო და ცუდს არაფერს გიზამს. ძალიან მარტივ რეცეპტს გეტყვით, რომლითაც რამდენიმე საათის წინ მოვიკალი შიმშილი: | |
|