4:42 PM 9 აპრილის ტრაგედია | |
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის ჯარების სპეციალურმა შენაერთებმა სსრკ-ს კომპარტიის გენერალური მდივანის - მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებითა და გენერალ იგორ როდიონოვის ხელმძღვანელობით, ტანკებით, საბრძოლო ნიჩბებითა და მომწამვლელი გაზით განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია. 4 აპრილს დაწყებულ შიმშილობის საპროტესტო აქციას და მშვიდობიან მიტინგებს საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ხელმძღვანელობდა. მისი მონაწილენი საქართველოს სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლასა და იმ აფხაზი სეპარატისტების დასჯას მოითხოვნენ, რომელთაც 1989 წლის 18 მარტს, ე.წ. ლიხნის შეკრებაზე კრემლის წაქეზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოყოფა მოითხოვეს. საბჭოთა სპეციალურმა შენაერთებმა დარბევის დროს, ადგილზე სიცოცხლე მოუსწრაფეს 20 დემონსტრანტს, დაასახიჩრეს ასობით და დღემდე უცნობი გაზით მოიწამლეს ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელთაგან ბევრი მოგვიანებით გარდაიცვალა, ბევრიც დღემდე მძიმე ავადმყოფია; 9აპრილს საღამოს, კომენდანტის საათის დროს, საბჭოთა სამხედროებმა ტყვიით მოკლეს გია ქარსელაძე. დაღუპულთა სია აზა ადამია, 22 წლის ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის ნატო გიორგაძე, 23 წლის თამუნა დოლიძე, 28 წლის თინა ენუქიძე, 70 წლის ნინო თოიძე, 25 წლის ზაირა კიკვიძე, 61 წლის მანანა ლოლაძე, 33 წლის თამარ მამულიშვილი, 50 წლის ვენერა მეტრეველი მამუკა ნოზაძე, 22 წლის ნანა სამარგულიანი, 41 წლის შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის თამარ ჭოველიძე, 16 წლის ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის მზია ჯინჭარაძე, 43 წლის მანანა მელქაძე, 23 წლის გია ქარსელაძე, 25 წლის ხშირად, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ, როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში, თუმცა მსგავს მოვლენებს ადგილი ჰქონდა სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც. | |
|