5:49 PM ა.შ.შ-ის შტატების - არაოფიციალური "ლოზუნგები" | |
ამერიკის შეერთებული შტატების ყოველ შტატს თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია.ამასთანავე თითოეულ შტატს გააჩნია თავისი კანონები და ოფიციალური დევიზები,თუმცა აღსანიშნავია,რომ მათ უმეტესობას გააჩნია არაოფიციალური,თუმცა საკმაოდ საინტერესო ლოზუნგები,რომელთა ნაწილსაც ამავე პოსტში შემოგთავაზებთ: ალაბამას შტატი - ოფიციალურ ზედსახელად მოიხსენიებენ,როგორც "კამელიების შტატი" (Camelia State),აღნიშნული შტატის არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: "ეხლა ჩვენ უკვე გვაქვს ელექტროენერგია".როგორც ცნობილია - ალაბამას შტატი ყველაზე "ჩამორჩენილ" შტატადაა ცნობილი და შესაბამისი ლოზუნგიც მოუძებნა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ალიასკის შტატი - ოფიციალურ ზედსახელად მოიხსენიებენ,როგორც "უკანასკნელი საზღვარი" (The Lalt Frontier).შტატის არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: "შეუძლებელია 10 000 ესკიმოსი შეცდეს".როგორც ცნობილია,აღნიშნულ შტატში მოსახლეობის უმრავლესობას ადგილობრივი ესკიმოსები შეადგენენ. არიზონას შტატი - ოფიციალური ზედსახელი გახლავთ "დიდი კანიონების შტატი" (Grand Canyon State).აღნიშნული შტატი ცნობილია ულამაზესი კანიონებით,რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს და ამასთან ცნობილია მაღალი ტემპერატურით.მისი არაოფიციალური ლოზუნგი გახლავთ: "ცხელა,ჰაერი დახუთულია" | |
|