Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » "აბორტის" ისტორიიდან...
10:55 PM
"აბორტის" ისტორიიდან...
მე-VII საუკუნემდე ქრისტიანული საეკლესიო კრებები,რა თქმა უნდა - "აბორტებს" დანაშაულად მიიჩნევდნენ.მაგრამ დამნაშავეს მხოლოდ საეკლესიო სასჯელს უფარდებდნენ.მალე აბორტისათვის სასჯელი გაამკაცრეს.629 წელს კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებამ აბორტის გამკეთებელს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა სასჯელად.ასე გაგრძელდა მეცხრე საუკუნის შუა წლებამდე.მაგრამ საეკლესიო კრებამ უარი თქვა აბორტისათვის სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენებაზე.კარგა ხანს ქრისტიანული ეკლესიის მესვეურები მერყეობდნენ მუცლის მოშლის დასჯადობის საკითხის ირგვლივ და მხოლოდ 1200 წელს რომის პაპმა ინნოკენტი II-მ გადაწყვიტა ერთმანეთისაგან განესხვავებინა ცოცხალი ნაყოფი არაცოცხლაისაგან,ქალის ორსულობის თვეების მხედველობაში მიღებით.
სასულიერო პირთა დიდ ნაწილს აბორტი იმიტომ მიაჩნდათ დანაშაულად,რომ ნაყოფი,ნათლობის სიკეთეს მოკლებული,ვერ ეღირსებოდა ქრისტიანული წესით დაკრძალვას.სასულიერო პირებს მიაჩნდათ,რომ დედის საშოში ნაყოფს უკვე სულიც გააჩნდა.თუ ორსული ქალი გარდაიცვლებოდა,დედის მუცელში მყოფი ნაყოფის ნათლობის რიტუალიც უნდა შეესრულებინათ.
სახელმწიფოების გარკვეული ნაწილი ქორწინების უტილიტარული გაგების საფუძველზე,ხელს უმართავდა მრავალშვილიან ოჯახებს და აჯილდოებდა კიდეც მათ.აბორტის გაკეთებისათვის,მუცლის მოშლისათვის შემოღებულ იქნა ჯარიმა.თანაც,ზოგიერთ კანონმდებლობაში ქალიშვილის (ბავშვის) მოცილება უფრო სასტიკად ისჯებოდა,ვიდრე ვაჟიშვილისა.ფიქრობდნენ,რომ ქალიშვილები უფრო ფასეულები იყვნენ სახელმწიფოსათვის,როგორც ჯარისკაცთა დედები.
ძველი პერიოდის საქართველოში მუცლის მოშლა საკმაოდ მკაცრი სასჯელით ისჯებოდა.ვახუშტი ბატონიშვილის (ვახტანგ VI) ბრძანებით შექმნილი საკოდიფიკაციო კომისიის მიერ 1705-1708 წლებში - "ვახტანგ VI-ის სამართართლის წიგნთა კრებულის" თანახმად,ქალს,რომელიც რაიმე წამლის საშუალებით მუცელში შვილს მოკლავდა,სასჯელათ დროებითი ექსორია ენიშნებოდა,ქმარი მას მაშინვე უნდა გასორებოდა.მუცლის მოსაშლელი წამლის მიმცემს კი (თუ იგი ღარიბი იყო) შეპყრობა,ცემა და "გამაწბილებელი სასჯელი" (ვირზე შესმა,გაკრეჭა და სხვა) მოელოდა.ხოლო თუ კი მდიდარი იყო,ამ შემთხვევაში მას გაძევება და დარბევა მოელოდა.იმ შემთხვევაში თუ კი ქალი მუცლის მოსაშლელი წამლისაგან გარდაიცვლებოდა,წამლის მიმცემს სიკვდილით,თავის კოკვეთით სჯიდნენ.
"აბორტი" დღემდე უდიდეს პრობლემად რჩება კაცობრიობისათვის და ამ სიტყვის წარმოთქმაც კი უარყოფით ასოციაციას აღძრავს თითოეულ ადამიანში.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 861 | დაამატა: balu | ტეგები: აბორტის ისტორიიდან., abortis istoria, aborti | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.