Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » აჭარული ხაჭაპური
11:32 PM
აჭარული ხაჭაპური
მასალა
• 1 ხაჭაპურის ცომისათვის ფქვილი – 100 გრამი
• წყალი (რძე) – 50 გრამი
• საფუარი – 2 გრამი
• ყველის სატენისთვის ყველი – (ხაჭოსთან ერთად) – 75 გრამი
• კვერცი – 1–2 ცალი
• კარაქი – 20 გრამი





მომზადება
მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელის ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ცოტა სოდა, გადავაბრუნოთ, რომ სოდა თანაბრად განაწილდეს ცომზე, გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და კიდევ მოვაყაროთ სოდა. ასე გავიმეოროთ სამჯერ. ბოლოს მოვაყაროთ ფქვილი, დავაფაროთ სუფთა ტილო და სითბოში გავაჩეროთ.

სანამ ცომი კარგად გაფუვდება, მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ახალი ყველი, დავჭყლიტოთ ხელით, ავურიოთ კვერცხი, შეიძლება ახალი ხაჭოც ავურიოთ. მოვჭრათ ცომი, დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2–3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ ოდნავ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის გულსართი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის გულსართს და ასეთნაირად მომზადებული დავდოთ თუნუქის ფურცელზე. ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად, როდესაც შეწითლდება, ხაჭაპურის შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაცხელოთ ღუმელში 2–3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 804 | დაამატა: balu | ტეგები: აჭარული ხაჭაპური | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.