8:43 PM ადოლფ ჰიტლერი - "ეპიზოდი" | |
თუ როგორი წარმოედგინა ადოლფ ჰიტლერს თავისი სახელმწიფო ეკლესია,იმ ეპიზოდითაც კარგად ჩანს,რომელსაც ჰიტლერი თავად ხშირად ყვებოდა: "ადოლფ ჰიტლერს მისი "ზეობის" პერიოდში,წარჩინებულ არაბთა დელეგაცია ესტუმრა.სტუმრებს საუბარში უთქვამთ,რომ,როდესაც მუსლიმანებმა VIII საუკუნეში საფრანგეთზე გაილაშქრეს,საიდანაც ცენტრალურ ევროპაში შეღწევას ლამობდნენ,გადამწყვეტი ბრძოლა წააგეს ქალაქ პუატიესთან,რის გამოც იძულებული გახდნენ,უკან დაეხიათ.არაბებს,რომ პუატიესთან ბრძოლა მოეგოთ,დღეს მთელი მსოფლიო მუსულმანური იქნებოდა,რადგან ისინი გერმანულ ტომებს ისეთ რელიგიას მიაღებინებდნენ,რომელიც მათი მრწამსით - რწმენის მახვილით გავრცელებითა და ამ რწმენისადმი ყველა ხალხის დამორჩილებით - გერმანელებისათვის ზედგამოჭრილი იქნებოდაო.მაგრამ,რადგან დამპყრობლები უფრო დაბალ რასას მიეკუთვნებოდნენ,დიდი ხნით ვერ შეინარჩუნებდნენ უპირატესობას გერმანებზე; ასე რომ,ისლამური მსოფლიო იმპერიის სათავეში არაბები კი არა,გამაჰმადიანებული გერმანები აღმოჩნდებოდნენ". | |
|