Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 2 » აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზავრი, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხ
6:38 PM
აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზავრი, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხ
დინოზავრი, რომელსაც დაარქვეს Yizhousaurus sunae, ცოცხლობდა დაახლოებით 200მლნ წლის წინ (იურული პერიოდის დასაწყისში). ისევე როგორც სხვა Sauropoda-ის წარმომადგენლებს, ამ ცხოველსაც ქონდა წინ წამოწეული კისერი, მყარი ჩონჩხო და გადაადგილდებოდა 4 ფეხზე; თუმცა ზომებით ის უფრო პატარაა ვიდრე მისი "მომდევნო” ზაუროპოდები, რომლებიც 36 მეტრამდე იზრდებოდნენ. Yizhousaurus sunae-ის ზომა მეცნიერებმა შეაფასეს როგორც 9მ.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დინოზავრის ძალიან კარგად შენახული თავი. "ზაუროპოდების თავი არც ისე დიდი და მყარი იყო, — ხსნის ბატონი ჩატერჯი. — ისინი ინახებიან მხოლოდ 10% შემთხვევებში”.

Y. sunae-ის თავი არის საკმაოდ ფართო, და მოკლე (30სმ-ზე ნაკლები). U-ს მაგვარი პირი მოგვაგონებს იურული პერიოდის ბოლოსკენ მცხოვრებ ზაუროპოდს Camarasaurus; ძლიერი კბილები, მას საშუალებას აძლევდა როგორც ფოთლების ისე ტოტების გადაყლაპვისა. "ევოლუციის მსვლელობისას ზაუროპოდებს აღარ ჰქონდათ "უნივერსალური” კბილები”, — აღნიშნავს სანკარ ჩატერჯი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ იუნანში ნაპოვნი იქნა პროზაუროპოდების(ლუფენგაზავრის) ნარჩენები. ახლა უკვე პალეონტოლოგებს გამოუჩნდათ საშუალება რომ გამიჯნონ ამ დინოზავრებიდან "გადასვლა” ზაუროპოდებისკენ.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 835 | დაამატა: balu | ტეგები: აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზა, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.