Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზავრი, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხი
10:18 PM
აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზავრი, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხი
Yizhousaurus-ის თავის ქალა (Bill Mueller-ის ფოტო).

ჩინეთის სამხრეთით იუნანის პროვინციაში ნაპოვნია უძველესი ზაუროპოდის მთელი ჩონჩხი.

ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელი სანკარ ჩატერჯი (Sankar Chatterjee) შეისწავლიდა ახალი ტიპის დინოზავრების ნარჩენებს 2005 წლის შემდეგ. მათ მიერ ჩინელ პალეონტოლოგებთან ერთად მომზადებული ანგარიში წარმოდგენილი იქნა დღეს 31 იქტომბერს დენვერში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე.

დინოზავრი, რომელსაც დაარქვეს Yizhousaurus sunae, ცოცხლობდა დაახლოებით 200მლნ წლის წინ (იურული პერიოდის დასაწყისში). ისევე როგორც სხვა Sauropoda-ის წარმომადგენლებს, ამ ცხოველსაც ქონდა წინ წამოწეული კისერი, მყარი ჩონჩხო და გადაადგილდებოდა 4 ფეხზე; თუმცა ზომებით ის უფრო პატარაა ვიდრე მისი "მომდევნო” ზაუროპოდები, რომლებიც 36 მეტრამდე იზრდებოდნენ. Yizhousaurus sunae-ის ზომა მეცნიერებმა შეაფასეს როგორც 9მ.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დინოზავრის ძალიან კარგად შენახული თავი. "ზაუროპოდების თავი არც ისე დიდი და მყარი იყო, — ხსნის ბატონი ჩატერჯი. — ისინი ინახებიან მხოლოდ 10% შემთხვევებში”.

Y. sunae-ის თავი არის საკმაოდ ფართო, და მოკლე (30სმ-ზე ნაკლები). U-ს მაგვარი პირი მოგვაგონებს იურული პერიოდის ბოლოსკენ მცხოვრებ ზაუროპოდს Camarasaurus; ძლიერი კბილები, მას საშუალებას აძლევდა როგორც ფოთლების ისე ტოტების გადაყლაპვისა. "ევოლუციის მსვლელობისას ზაუროპოდებს აღარ ჰქონდათ "უნივერსალური” კბილები”, — აღნიშნავს სანკარ ჩატერჯი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ იუნანში ნაპოვნი იქნა პროზაუროპოდების(ლუფენგაზავრის) ნარჩენები. ახლა უკვე პალეონტოლოგებს გამოუჩნდათ საშუალება რომ გამიჯნონ ამ დინოზავრებიდან "გადასვლა” ზაუროპოდებისკენ.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 788 | დაამატა: balu | ტეგები: აღმოჩენილია ერთ-ერთი პირველი დინოზა, ზაუროპოდის პრაქტიკულად მთელი ჩონჩხი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.